ბრენდის პოზიციონირება უფრო მეტია, ვიდრე პროდუქტის ან სერვისის უპირატესობები და მახასიათებლები. იგი მოიცავს იმ ემოციურ და ფსიქოლოგიურ კავშირს, რომელსაც ბრენდი საკუთარ სამიზნე აუდიტორიასთან ამყარებს. ბრენდის პოზიციონირება ასევე გულისხმობს იმ უნიკალური ღირებულების განსაზღვრასა და მომხმარებლებისთვის გაცნობას, რომლის დამსახურებითაც ბრენდი კონკურენტებისგან გამოირჩევა და ბაზარზე საკუთარ სპეციფიკურ დანიშნულებას აყალიბებს.
ბრენდის პოზიციონირების მთავარ დანიშნულებას ბაზარზე მისი რელევანტურობისა და სანდოობის დაფიქსირებაა, მომხმარებლების ღირებულებებსა და შეხედულებებზე ზეგავლენის მოხდენასთან ერთად. თქვენი ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნიკალურ ღირებულებას სთავაზობთ მომხმარებლებს და რომელ სექტორში გსურთ ბიზნესის წარმოება.
ბრენდის პოზიციონირების გამომხატველ ეფექტურ მესიჯებს წესების გათვალისწინებით შექმნით:
ბრენდის ხედვა
თქვენი ბრენდის ხედვა წარმოადგენს იმ მთავარ პრინციპს, რომელსაც ბრენდის სტრატეგიები და აქტივობები უნდა მოარგოთ, თქვენი ინვესტორების მოტივაციის ასამაღლებლად. ამისათვის საჭიროა:
- მისაღწევი მიზნების შეჯამება და იმის განსაზღვრა, თუ რა სახის ზეგავლენის მოხდენა გსურთ ბაზარზე
- ბრენდის გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა
- თქვენი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული მიზნების დასახვა

გააკეთეთ აქცენტი სიმარტივეზე
შეუნარჩუნეთ ბრენდის მთავარ მესიჯს სიმარტივე. ეს უზრუნველყოფს მის უკეთ აღქმას, დამახსოვრებას და კომუნიკაციის ეფექტური ფორმების შენარჩუნებას.
- ფოკუსირდით მთავარ სათქმელზე: გაანალიზეთ ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც თქვენს აუდიტორიას გინდათ წარუდგინოთ და აქციეთ ისინი მესიჯის მთავარ კომპონენტებად.
- გამოიყენეთ მარტივი საუბრის მანერა და სიტყვები. მოერიდეთ ტექნიკურ ტერმინებს, ინდუსტრიის ჟარგონებს და ისეთი კომპლექსური ლექსიკონის გამოყენებას, რომელმაც შესაძლოა თქვენი აუდიტორიის გაუცხოება გამოიწვიოს. გამოიყენეთ ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც თქვენი მომხმარებლებისთვის რელევანტურია და მთავარ სათქმელს ზუსტად გადმოსცემს.
- გაუზიარეთ შერჩეული ფრაზა თქვენი ბრენდის სამიზნე აუდიტორიას და გაანალიზეთ მიღებული უკუკავშირი. თუკი მიღებული შეფასებებით გამოჩნდება, რომ თქვენი ბრენდის პოზიციონირებისთვის შერჩეული განცხადება კომპლექსურია, მაშინ აუცილებელი იქნება მისი თავიდან გადაწერა და გამარტივება.
- დარწმუნდით იმაში, რომ შერჩეული მესიჯი თქვენი კომპანიის თანამშრომლებისა და ინვესტორებისთვის კარგად გასაგები და მისაღებია.
შექმენით უნიკალური და შთამბეჭდავი მესიჯი
დასამახსოვრებელი მესიჯის დახმარებით თქვენი ბრენდი კონკურენტებისგან გამორჩეული იქნება და გრძელვადიან შთაბეჭდილებას დატოვებს სამიზნე აუდიტორიაზე. ამის უზრუნველსაყოფად შემდეგი ასპექტები უნდა გაითვალისწინოთ:
- გამოყავით ორიგინალური თვისებები და უპირატესობები, რომელიც თქვენ ბრენდს გამოარჩევს
- გამოიყენეთ ემოციების გამომწვევი ტონი, რომელიც მომხმარებლებთან უფრო ძლიერად დაგაკავშირებთ
- თქვენს მიერ შერჩეული ფრაზის კომუნიკაცია უნდა მოხდეს ყველა პლატფორმის გამოყენებით, ვებსაიტის, მარკეტინგული კამპანიებისა და სოციალური მედიის გვერდების ჩათვლით.
- ჩაატარეთ ბაზრის დეტალური კვლევა და ზუსტად გაანალიზეთ კონკურენტების პოზიცია, რათა თქვენი მესიჯი მათგან გამორჩეული და უნიკალური იყოს

გამოიყენეთ ის, რასაც მომხმარებლები თქვენგან იღებენ
მთავარ მესიჯში აუცილებლად უნდა ახსენოთ ის ელემენტები, რომლებსაც მომხმარებლებს აწვდით. ამასთანავე, უნდა დაასახელოთ ის უპირატესობები და სარგებელი, რომლის მიღებასაც აუდიტორია თქვენი ბრენდის არჩევის შემთხვევაში უნდა ელოდოს.
Tesla
„Tesla“ ბაზარზე ინოვაციური ბრენდის სახით და მდიდრული ელექტრო მანქანების ინდუსტრიის ლიდერად პოზიციონირდება. ილონ მასკის ხელმძღვანელობით, კომპანიამ ფოკუსი სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების სექტორის ლიდერობაზე გადაიტანა და მსოფლიოს განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესის დამაჩქარებელ ბრენდად პოზიციონირდა ბაზარზე. მათი მესიჯი ასეთია:
“ჩვენი ავტომობილების უსაფრთხოების დონე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულია. უსაფრთხოების შემდეგ, ჩვენი მიზანია ყოველი “Tesla” აღვჭურვოთ ისეთი აქსესუარებით, რომლებიც მანქანაში ყოფნას ყველაზე გასართობ პროცესად აქცევს. ჩვენ ვქმნით მოწყობილობებს, რომლებიც მანქანაში ყოფნას უფრო სახალისოს ხდის – როგორც გეიმინგისთვის, ისე ფილმების ყურებისთვის და ა.შ დისტანციური წვდომის გამოყენებით, ჩვენ რეგულარულად უზრუნველვყოფთ სისტემურ განახლებას, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით“
Chipotle
„Chipotle“-ს ბრენდის პოზიციონირება მექსიკური სწრაფი კვების ინდუსტრიის ხარისხისა და სანდოობის ასპექტებთანაა გაიგივებული. ბრენდის საფირმო ფრაზა „Food with integrity” სწორედ ამას უსვამს ხაზს.
ბრენდის პოზიციონირებისთვის გამოყენებულ მესიჯში სწორედ ზემოხსენებულ ასპექტებზეა გაკეთებული აქცენტი:
„“Chipotle” რადიკალური მოსაზრების მიხედვით შეიქმნა, რომლის თანახმადაც საჭმლის გემო მისი მოყვანისა და მომზადების სტილთანაა დაკავშირებული. ნამდვილი უკეთესია. ის უკეთესია შენთვის, უკეთესია ხალხისთვის, უკეთესია ჩვენი პლანეტისთვის. ეს შეიძლება საქმის კეთების რთული სტილია, მაგრამ ეს სწორი გზაა.
Nike
1987 წელს შექმნილი ლეგენდარული “Just Do It” კამპანია „Nike“-ის განვითარების სტრატეგიის გარდამტეხ მომენტად იქცა. მისი დამსახურებით, ცნობილი ბრენდი ფეხსაცმელების გაყიდვასთან ერთად, გამარჯვებისა და ინოვაციების სიმბოლოდ პოზიციონირდა ბაზარზე. ამასთანავე, „Nike”-ის პროდუქტების კატალოგიც გაფართოვდა და სპორტული აქსესუარების წარმოებასთან ერთად, მოდის სამყაროს ნაწილადაც იქცა. ბრენდის პოზიციონირებისთვის გამოყენებული მესიჯიც სწორედ ამას უსვამს ხაზს:
„ჩვენ ვლიდერობთ შეუწყვეტელ პროგრესს, ათლეტებისთვის და სპორტისთვის, ვეხმარებით მათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. „NIKE Inc.“-ში ყოველი პოზიციის ფოკუსი გუნდური მიზნების მიღწევისკენაა მიმართული, რაც ინოვაციების კულტურას აყალიბებს და გრძელვადიანი ეფექტის დატოვებას უზრუნველყოფს.“

