რეკლამა | კონტაქტი

გარი ვაინერჩუკი: სოციალურ მედიაში ამ 3 სტრატეგიის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ

გინდათ თქვენმა ბრენდმა ყურადღება დაიმსახუროს? გარი ვაინერჩუკის აზრით, თქვენ ამისათვის უნდა გააცნობიეროთ განსხვავება გამოყენებულ ყურადღებასა და პოტენციურ ყურადღებას შორის. ვაინერჩუკის აზრით, ბრენდების უმრავლესობა სწორედ პოტენციურ ყურადღებას მისდევს და ბევრ ფულს ხარჯავს ისეთ რეკლამებზე, რომელსაც ხალხი აიგნორებს. იგი გვირჩევს, რომ ამის ნაცვლად უკვე დამსახურებულ ყურადღებაზე ვკონცენტრირდეთ და რეალურად დაინტერესებულ ადამიანებთან დავამყაროთ კომუნიკაცია.

6 სოციალური სტრატეგია, რომლის გამოყენებაც უნდა დაიწყოთ ან შეწყვიტოთ:

შეწყვიტეთ: ლინკდინზე მთელი გულისნადების გაზიარება

ლინკდინის ცნობილი ტრენდია CEO-ების მიერ ემოციური ვიდეოების გაზიარება. მსგავსი კონტენტით ისინი ისეთი რთული გადაწყვეტილებების მიზეზებს ხსნიან, როგორსაც მაგალითად ხალხის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს. ვაინერჩუკის აზრით, მსგავს ვიდეოებს ხალხი არაგულწრფელ კონტენტად აღიქვამს. მისი აზრით, ბევრად უფრო უხეში და გულწრფელი სიმართლის გაზიარება უკეთესია. მაგალითად, პირდაპირ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ ადამიანების დათხოვნა კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების უკეთ დაბალანსების გამო მოგიწიათ.

დაიწყეთ: ცეკვა სოციალურ მედიაში, უფროსობის შემთხვევაშიც

ტიკტოკი სავსეა ცეკვის ვიდეოებით და ვაინერჩუკი ლიდერებს სწორედ ამ ტრენდში ჩართვისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, სოციალურ მედიის გასართობად გამოყენება ყოველთვის სწორი არჩევანია, კრიტიკოსებისგან გაკრიტიკების მიუხედავად.

გარი ვაინერჩუკი: სოციალურ მედიაში ამ 3 სტრატეგიის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ - caseta amazing ideas

შეწყვიტეთ: საჩუქრების დარიგება აუდიტორიის გასაზრდელად

ბევრი ბრენდი ახორციელებს საჩუქრების გაცემის ირგვლივ აგებულ სარეკლამო კამპანიებს, სოციალურ მედიაში უფრო დიდი აუდიტორიის მოსაზიდად. მსგავსი მიდგომა ბევრ გამომწერს იზიდავს, თუმცა ასეთ ადამიანებს თვითონ ბრენდის მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ და მასთან გრძელვადიანი თანამშრომლობაც არ აღელვებთ. მსგავსი გამომწერების ღირებულება ძალიან დაბალია.

დაიწყეთ: AI ჩატბოტების გამოყენება

AI ჩატბოტები უნაკლოები არ არიან, თუმცა მათ მაინც კარგი ღირებულება აქვთ. ვაინერჩუკის აზრით, ისინი მომავალში აუცილებლობადაც კი იქცევიან. ამიტომ უკეთესია, თუ ბრენდები ახლავე დაიწყებენ მათ ინტეგრაციას, ეფექტური განვითარების მიზნით.

დაიწყეთ: გრძელი ვიდეოების გამოქვეყნება სოციალურ მედიაში

ბევრმა არ იცის, რომ ტიკტოკზეც კი შესაძლებელია 10 წუთზე უფრო დიდი ვიდეოების გამოქვეყნება. ვაინერჩუკი თვლის, რომ გრძელი ვიდეოები უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია და მოკლემეტრაჟიანი ვიდეოებით სავსე ქსელში დომინაციის შესაძლებლობას იძლევა. ხარისხიანი კონტენტი, მიუხედავად მისი სიგრძისა, წარმატების საწინდარია. ვაინერჩუკი ვარაუდობს, რომ სამომავლოდ სოციალურ ქსელებში გრძელი ვიდეოები უფრო ღირებული იქნება და სოციალური მედია თანდათან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრიმინგ პლატფორმის სახესაც კი მიიღებს.

შეწყვიტეთ: უხარისხო გარემოში მუშაობა

თქვენი სამუშაო სივრცის ხარისხიც სოციალური მედიის ასპექტს წარმოადგენს. კარგი ოფისები საინტერესო კონტენტის შექმნას და თქვენი კომპანიის კულტურის იდეალურად წარმოჩენას უზრუნველყოფს. მოერიდეთ სივრცის ისეთი კლიშე აქსესუარებით მოწყობას, როგორსაც მინი-ფეხბურთის მაგიდა წარმოადგენს. შექმენით უნიკალური, გულწრფელად კომფორტული სამუშაო სივრცე. უპირატესობა მიანიჭეთ ჭკვიანურ და ავთენტურ აქსესუარებს, რომელიც ოფისის დათვალიერებას უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა