რეკლამა | კონტაქტი

დღის საუკეთესო რეკლამა: „Pinterest” და ალისას საოცრებათა ქვეყანა

შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე რეკლამა ალისას პერსონაჟის ირგვლივაა აგებული. იგი საოცარ, უძირო ხვრელში ეშვება და ამ შთამბეჭდავი თავგადასავლის დამსახურებით უნიკალურ საგანძურს პოულობს.

კურდღლის უძირო სოროში ვარდნა და გზად უამრავი საინტერესო ნივთის აღმოჩენა ზუსტად ის მთავარი მცნებაა, რომელსაც Pinterest”-ის მომხმარებლები შესანიშნავად იცნობენ. ამასთანავე, რეკლამის თითოეული კადრი შთამბეჭდავი და ზღაპრული ვიზუალებით გამოირჩევა.

ვიდეოს გადაღების პროცესში მხოლოდ CGI-ის უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, იდეის ავტორებმა ასევე რეალური ნივთებიც გამოიყენეს. ამან ეკრანზე ასახულ ისტორიას ბევრად უფრო ავთენტური და ორიგინალური სტილი შესძინა. რაც მთავარია, მსგავსი მიდგომის დახმარებით რეკლამა და მისი პროტაგონისტის თავგადასავალი ბევრად უფრო რელევანტური გახდა. ავტორებმა ამ ასპექტის გამოყენებით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ „Pinterest“-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ხელნაკეთი პროდუქციისა და პერსონალური კონტენტის პოპულარიზაციაა.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა