რეკლამა | კონტაქტი

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები

ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ბრენდების მიერ ყვითელი და წითელი ფერების კომბინაციის გამოყენება შემთხვევითობა სრულებითაც არაა. “McDonald’s”-ის და „Burger King“-ის ბრენდირებაში ეს ფერები ყველაზე ხშირად გამოიყენება, რადგან მათი დანახვა ადამიანებს შიმშილის გრძნობას უღვივებს. კვლევების მიხედვით, ფერებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ მომხმარებლების შეგრძნებებზე და აზროვნებაზე. აღნიშნული ფაქტი სხვადასხვა დემოგრაფიისა თუ სექტორის შემთხვევაშიც კი კვლავ უცვლელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერების ფსიქოლოგია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ვებ-დიზაინშიც.

თქვენი ვებსაიტისთვის სწორი ფერების სქემის შერჩევაში ცნობილი ბრენდების მიერ გამოყენებული პალიტრების გაანალიზება და მათი ფსიქოლოგიური ეფექტების გაცნობა დაგეხმარებათ:

თეთრი და შავი – NexBank

საბანკო სერვისების კომპანია „NexBank“-ის სქემისთვის თეთრის და შავის კომბინაცია იქნა შერჩეული სიმარტივის, ელეგანტურობისა და პროფესიონალიზმის განსახიერებისათვის.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes nexbank

კომპანიის ვებგვერდის ფერები სანდოობის განცდას უქმნიან ვიზიტორებს, რაც მათ საკუთარი თანხის ბანკისთვის მინდობას უადვილებთ.

წითელი და შავი – Bloody

„Bloody” კომპიუტერული ტექნიკის ბრენდია, რომელმაც ვებსაიტის ფერების სქემად შავი და წითელი აირჩია. ამის დამსახურებით მათ თამამი და ძლიერი ვიზუალური გავლენის მოხდენა და აუდიტორიის ყურადღების მიქცევა შეძლეს.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes bloody

კომპანიის სახელიდან გამომდინარე, წითელი ფერის არჩევა მარტივი გადაწყვეტილება იყო. მასთან შავი ფერის შეფარდებით ბრენდმა მარტივად წასაკითხი ინტერფეისის და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა შეძლო საიტის ვიზიტორებისთვის.

წითელი და თეთრი – Redbrick

ყავის დისტრიბუტორი კომპანიის სახელში წითელი ფერი უკვე ნახსენებია, რის გამოც იგი ასევე ვებგვერდის დიზაინშიც გამოიყენეს. აღნიშნული ფერი ყავის დალევასთან დაკავშირებული პოზიტიური შეგრძნებების ასოციაციას იწვევს და ამასთანავე, პროდუქტის და ბრენდის მასტიმულირებელ იმიჯს ასახავს.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes red brick

ყვითელი და ლურჯი – Brattle Street

„Brattle Street“ არასამეწარმეო ორგანიზაციაა, რომელიც სტუდენტებს საგანმანათლებლო მხარდაჭერას უფასოდ უწევს.  კომპანიის ვებსაიტის ფერების სქემა ლურჯი და ყვითლის კომბინაციისგან შედგება, რაც თვალისმომჭრელ ვიზუალს ქმნის. ლურჯი ნდობის, სტაბილურობისა და პროფესიონალიზმის შეგრძნებების გადმოსაცემად გამოიყენება, რაც არაკომერციული ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ლურჯი ასევე მშვიდ და უსაფრთხო გარემოს ასოციაციას ქმნის, რაც სტუდენტებისთვის საკმარისად კომფორტულად აგრძნობინებს თავს მხარდაჭერის მოსათხოვნად.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes brattle street

ყვითელი ფერი პოზიტიური და წამახალისებელი ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენება. ეს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების სიმბოლოა, რაც სტუდენტებში პოზიტიური აზროვნებისა და ენთუზიაზმის გაღვივებას მოიცავს.

მონოქრომატული დიზაინი – Simply Chocolate

„Simply Chocolate“-ის ვებგვერდის დიზაინში თბილი ყავისფერი ფერების გამოყენება არჩიეს, შოკოლადის მიერ მონიჭებული ენერგიისა და სიამოვნების ასოციაციის შესაქმნელად. ერთფეროვანი, თუმცა ორიგინალური დიზაინი პროდუქტზე საკმარისს ამბობს.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes simple chocolate

თბილი ფერები – Block Rage

„Block Rage“-ის საიტი რეტრო თამაშებისა და თავსატეხების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. კრემისფერი, ღია და მუქი ყავისფრის კომბინაცია ვებგვერდის დათვალიერებისას რეტრო, ნოსტალგიურ შეგრძნებებს აღძრავს.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes block rage

აღნიშნული ფერების სიმკვეთრე და ხარისხი ოდნავ შემცირებულია, რათა ძველი კომპიუტერებისა და თამაშების ასოციაცია გააჩინოს. მსგავსი დიზაინის წყალობით, „Block Rage“ ვებგვერდის ვიზიტორებს 80-იან და 90-იან წლებში დაბრუნებაში ეხმარება.

ანალოგიური ფერები – Climate, Science, Risk & Solutions

„Climate, Science, Risk & Solutions“-ის ვებსაიტი ადამიანებს კლიმატური ცვლილებებისა და  რისკის მენეჯმენტის შესახებ ფაქტებს აცნობს და გამოსავლის სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს. ვებსაიტის ანალოგიური ფერების სქემა ჰარმონიული, ვიზუალურად მომხიბვლელი და ესთეტიკური დიზაინის შესაქმნელად იქნა შერჩეული.

ვებსაიტის ფერების სქემები: ფსიქოლოგიური გავლენა და საუკეთესო მაგალითები - website color schemes climate

აღნიშნული დიზაინი ვებგვერდის დათვალიერებას სასიამოვნო პროცესად და მრავალფეროვან გამოცდილებად აქცევს.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა