რეკლამა | კონტაქტი

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ

ვებ-დიზაინში არსებობს ისეთი ელემენტები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია თქვენი ვებგვერდისა და იუზერების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. თუმცა, ისინი მაინც საკმაოდ ხშირად გვხვდება ინტერნეტში.

ამ სიაში მოცემული შეცდომების თავიდან აცილება ვებსაიტის პოპულარობასა და ეფექტურობას გაზრდის, რაც ავტომატურად გააუმჯობესებს თქვენი ბრენდის იმიჯს.

1. ნელა ჩატვირთვა

საიტის ნელა ჩატვირთვა იუზერების გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუარესებს და მათ მიერ ვებგვერდის დატოვების შანსებს ზრდის. მსგავსი პრობლემის გამომწვევი ასპექტებია ფაილების დიდი ზომა, საიტის მოძველებული კოდი და ზედმეტად ბევრი პლაგინის გამოყენება.

პრობლემის პრევენციისთვის აუცილებელია მედია ფაილების კომპრესირება, “Flash” კონტენტისა და მძიმე კოდების გამოყენებისგან თავის შეკავება და „lazy Loading” ტექნიკის გამოყენება. საიტის ჩატვირთვის სისწრაფის მონიტორინგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „Google PageSpeed Insights“ და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად იზრუნოთ მათ აღმოფხვრაზე. „Google PageSpeed” ვებგვერდის სიჩქარეს 0-100 ქულიანი სისტემით ზომავს. რაც უფრო მაღალია თქვენი საიტის ანალიზის შედეგად მიღებული ქულა, მით უფრო სწრაფია თქვენი ვებგვერდი.

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes page speed digital silk performance.png

2. არადინამიკური ვებდიზაინი

თუკი თქვენი ვებგვერდის დიზაინის ელემენტები ეკრანების სხვადასხვა ზომებს ავტომატურად ვერ ერგება, მაშინ ეს იუზერების გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუარესებს. მსგავსი პრობლემა განსაკუთრებით იმ იუზერებს შეაწუხებთ, რომლებიც თქვენ ვებგვერდს შედარებით პატარა ეკრანის მქონე გაჯეტების გამოყენებით ესტუმრებიან.

გამოიყენეთ დინამიკური სტილის ელემენტები, რათა თქვენ ვებგვერდზე ნავიგაცია ყველასთვის მარტივი და სასიამოვნო იყოს.

მაგალითად, „Buddha Brand”-ის ვებგვერდის დიზაინი იდეალურად ერგება სხვადასხვა ზომის ეკრანებს და ვიზიტორებს ერთნაირ, კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.

3. დამაბნეველი CTA ღილაკები

ზედმეტად ზოგადი მესიჯის მქონე “CTA“ღილაკების მაგალითებს წარმოადგენს ისეთი ქცევებისკენ მოწოდება, როგორიცაა „მეტის გაგება“ ან „მეტის დათვალიერება“.

სწორად შერჩეული „CTA“ ღილაკების დიზაინი ვებგვერდის ვიზიტორებს სპეციფიკური აქტივობებისკენ მოუწოდებს. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ღილაკზე გამოტანილი მესიჯი „სიახლეების გამოწერა“ ან პროდუქტებთან დაკავშირებული მოწოდებები. მსგავსი პერსონალიზებული მესიჯის მქონე ღილაკები 202%-ით უფრო მეტი ეფექტურობით გამოირჩევიან.

სწორად შერჩეული ღილაკის მესიჯის მაგალითად „Tiffany & Co.“-ს ვებგვერდის “CTA” შეგვიძლია მოვიაზროთ. მთავარ გვერდზე გამოტანილი ღილაკი და მისი მესიჯი ვიზიტორებს პირდაპირ ახალ კოლექციაში არსებული პროდუქტების ყიდვის ინსტრუქციას აძლევს.

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes good example tiffany co.jpg

4. დამაბნეველი კომუნიკაცია

ვებგვერდზე განთავსებული მესიჯები ვიზიტორებს თქვენი ბრენდის უნიკალურ მახასიათებლებსა და უპირატესობებზე უნდა მიანიშნებდეს. მსგავსი კონტენტი ხელს უწყობს თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისის მიმართ ნდობის ამაღლებას და ვებგვერდზე ინტერაქციების გახშირებას.

ვებგვერდზე გამოტანილი სწორი მესიჯის მაგალითს „Stündenglass“ წარმოადგენს. მათი განცხადება პროდუქტის ღირებულებას და უპირატესობას პირდაპირ და გასაგებად უხსნის ვიზიტორებს.

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes good example stundenglass.jpg

5. გადატვირთული ინტერფეისი

ზედმეტი ელემენტებით გადატვირთული დიზაინი ვიზიტორებს აბნევს და მნიშვნელოვან ელემენტებზე ფოკუსირებაში ხელს უშლის. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ცარიელი სივრცეები. ეს ინტერფეისის გამოყენების პროცესს ბევრად გააუმჯობესებს და იუზერებს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებზე ფოკუსირებას გაუმარტივებს, როგორიცაა “CTA” ღილაკები.

მსგავსი მიდგომის მაგალითს წარმოადგენს „FieldEdge“-ის დიზაინი. თეთრი ელემენტებით შესანიშნავად დაყოფილი ინტერფეისი ვიზიტორებს მთავარ ელემენტებზე ფოკუსირებაში უწყობს ხელს. ამის დამსახურებით, საკმარის ყურადღებას იქცევს „CTA” ღილაკი და იუზერების მიერ ინტერაქციის დონეც მატულობს.

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes good example fieldedge.jpg

6. ფონტის შეუსაბამო ზომები

წასაკითხად ზედმეტად დიდი ან ზედმეტად პატარა ფონტი იუზერების გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუარესებს. მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ფონტის ზომების აღნიშნული სტანდარტები გამოიყენოთ:

მობილური ინტერფეისისთვის: 16 pt/px

პლანშეტის ინტერფეისისთვის: 15-19 pt/px

დესკტოპის ინტერფეისისთვის: 16-20 16-20 pt/px

სწორად შერჩეული ფონტის ტიპოგრაფიისა და ზომის მაგალითს „Dognomics“-ის მიერ შემოთავაზებული დიზაინი წარმოადგენს:

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes good example dognomics.jpg

7. დიდი მოცულობის ტექსტი

ზედმეტად დიდი მოცულობის მქონე ტექსტის ბლოკები ვიზიტორების გაღიზიანებას იწვევს. დაყავით თქვენი კონტენტი მცირე პარაგრაფებად და გამოიყენეთ სიები მთავარი სათქმელის მოკლედ გადმოსაცემად.

მაგალითად, „Digital Silk“-ის ტექსტები თითოეულ პარაგრაფში მაქსიმუმ 3 ხაზად არის დაყოფილი. ამის დამსახურებით ინფორმაცია მარტივად აღქმადია და იუზერების ჩართულობაც უფრო მაღალი.

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes chunks paragraph

8. გაურკვეველი აუდიტორია

სწორად შერჩეული აუდიტორიის გარეშე შეუძლებელია ისეთი ვებგვერდის შექმნა, რომელიც პოტენციური ვიზიტორების გემოვნებასა და სურვილებს ეფექტურად მოერგება. თქვენი ბრენდის აუდიტორიის ტიპის ჩამოყალიბების გარეშე შესაძლოა დიზაინში ისეთი ელემენტები გამოიყენოთ, რომელიც თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის ზედმეტად არარელევანტური და უინტერესოა. 

მაგალითად, შესაძლოა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ანიმაციური ელემენტებით გააფორმოთ დიზაინი მაშინ, როდესაც თქვენი კლიენტების რეალურ აუდიტორიას მარტივი ინტერფეისის მოყვარული და უფრო ხანშიშესული ადამიანები წარმოადგენენ.

ეფექტური დიზაინის შესაქმნელად და აღნიშნული შეცდომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჩაატაროთ კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევები. მსგავსი ანალიტიკური მონაცემების დახმარებით თქვენ ბევრად უფრო რელევანტური ვებგვერდის დიზაინის შექმნას შეძლებთ.

მსგავსი ანალიზის მაგალითს წარმოადგენს მოხუცთა პანსიონატის დასარეკლამებლად შექმნილი ვებგვერდი. მისი დიზაინი ზრდასრული შვილების კატეგორიაზეა მორგებული, რადგან აღნიშნული მომსახურებითა და მშობლებისთვის საუკეთესო სერვისის შერჩევით ძირითადად სწორედ ისინი არიან დაინტერესებული.

9. დამალული ნავიგაცია

ნავიგაციის ელემენტების დამალვა იუზერების გაღიზიანებას იწვევს და ინფორმაციის პოვნას ართულებს. შესაბამისად აუცილებელია, რომ მსგავსი ელემენტები დიზაინში მკაფიოდ გამოკვეთილი იყოს.

ვებ-დიზაინის 9 შეცდომა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ - web design mistakes gpen sticky navigation

მაგალითად, „G Pen“-ის დიზაინში გამოყენებული მენიუს და ნავიგაციის ელემენტების სტილი იუზერებს ინფორმაციის სწრაფად პოვნას უადვილებს და მათ გამოცდილებასაც აუმჯობესებს.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა