რეკლამა | კონტაქტი

იუთუბზე და ტიკტოკზე AI-ის გენერირებული კონტენტი ჭარბობს, რაც სარეკლამოდ პრემიუმ კონტენტს უფრო ღირებულს ხდის

წელს გასკდება თუ არა Youtube-ის კაშხალი?

ცნობილი კონტენტ კრეატორები პლატფორმიდან იუთუბერების მასიურ გადინებას ვარაუდობენ. მათი აზრით, Youtube-ზე მალე მხოლოდ ყველაზე ცნობილი იუთუბერები და AI-ის მიერ შექმნილი პროდუქცია იქნება პოპულარული. „Youtube“ და „ტიკტოკი“ იუზერების მიერ გენერირებულ კონტენტზეა დამოკიდებული, თუმცა აღნიშნული პლატფორმები AI-ის მიერ შექმნილი კონტენტით გაივსო. ორივე პლატფორმაზე უკვე დაემატა ფუნქცია, რომლის გამოყენებაც ვიდეოებს AI-ით გენერირებული კონტენტის სიაში ათავსებს. თუმცა, აღნიშნული ასპექტის ღირებულება პირდაპირაა დამოკიდებული კონტენტის შემქმნელების გულწრფელობაზე.

პარალელურად, ვიდეო-სტრიმინგ პლატფორმები რეკლამის მსურველებისთვის ბევრად უფრო სანდო და ღირებულ სერვისად ყალიბდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეკლამის განთავსების ღირებულება აუქციონის წესით წყდება. აღნიშნულ პლატფორმებზე ნაკლებადაა მოსალოდნელი AI კონტენტის განთავსება და ისინი ასევე ავთენტურ აუდიტორიას სთავაზობენ ორგანიზაციებს. რეკლამის განთავსების მსურველებისთვის ეს წარმატების რეცეპტს უდრის. 

„Midia Research“-ის ანალიტიკოსი ბენ ვუდსი თვლის, რომ ვიდეო-სტრიმინგ სერვისები მარკეტერებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან მათზე განთავსებული კონტენტი ბრენდის იმიჯს საფრთხეს არ უქმნის. „Netflix“, „Disney+“ და „Prime Video“ საკმაოდ კონკურენტუნარიან სარეკლამო სივრცეს სთავაზობენ დამკვეთებს. აღნიშნული პლატფორმების აუდიტორია საკმაოდ დიდ მასშტაბებს აღწევს. ამის დამსახურებით, მათ შეიძლება სოციალურ მედიასაც გაუწიონ კონკურენცია.

იუთუბზე და ტიკტოკზე AI-ის გენერირებული კონტენტი ჭარბობს, რაც სარეკლამოდ პრემიუმ კონტენტს უფრო ღირებულს ხდის - youtube journal banner

პრემიუმ-ვიდეოს უპირატესობები რეკლამის დამკვეთებისთვის

ვუდსის თქმით, Youtube”- და „TikTok“ სტრიმინგ-პლატფორმებზე მეტი ინტერაქციულობით გამოირჩევიან, რაც ვიდეოს მაყურებლებს რეკლამების მიმართ უფრო ტოლერანტულ დამოკიდებულებას უჩენს. თუმცა, ვიდეო-სტრიმინგ სერვისების გამომწერები გადახდილი თანხის სანაცვლოდ მიღებულ, პროფესიონალურ გარემოში წარმოდგენილ კონტენტს უფრო უკეთ აღიქვამენ. „Comcast”-ის კვლევის მიხედვით, მაყურებლებისგან პრემიუმ-კონტენტის პლატფორმაზე ნანახი რეკლამების დამახსოვრების შანსი 58%-ით უფრო მეტია, იუზერების გენერირებულ კონტენტზე მორგებულ პლატფორმებთან შედარებით. ამასთანავე, სტრიმინგ პლატფორმების მაყურებელთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. თებერვალში, ამერიკის მასშტაბით ტელევიზორის გამოყენების 37,7% სწორედ ვიდეო-სტრიმინგ პლატფორმების გამოყენებას დაეთმო. ეს მონაცემი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,4 პროცენტით უფრო მეტია.

ავთენტური აუდიტორია

რეკლამის განმთავსებლების უმრავლესობა თვლის, რომ პრემიუმ სტრიმინგ-სერვისების უპირატესობას ავთენტური აუდიტორია წარმოადგენს. The Trade Desk-ის კომერციული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ტელევიზორი კონტენტისთვის უფრო პრემიუმ პლატფორმას წარმოადგენს, რასაც სოციალური ქსელები იუზერებს ვერ სთავაზობენ.

ტიმ სიმსი: „სტრიმინგ-პლატფორმები ყველაზე ინოვაციურად უდგებიან იდენტობისა და ავთენტურობის ასპექტებს, რადგან მათ იციან, რომ ყველა დიდ სარეკლამო კამპანიაში ტელევიზორი ცენტრალურ როლს თამაშობს.”

კრეატორების სხვა პლატფორმებზე გადასვლა

“Youtube”-ის ყველაზე ცნობილი პერსონა MrBeast-იც კი პრემიუმ სტრიმინ-სერვისისთვის იწყებს კონტენტის შექმნას. 247 მილიონზე მეტი გამომწერის მიუხედავად, იგი ამჯერად “Amazon Prime Video”-ს მაყურებლებისთვის შექმნის და გაუძღვება ახალ შოუს. ამით იგი იმ თეორიის განმტკიცებას შეეცდება, რომლის მიხედვითაც „Youtube”-ის კონტენტის შემქმნელებს სხვა პლატფორმებზეც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ექსპერტების აზრით, MrBeast-ის მაგალითს შესაძლოა კიდევ უამრავმა კონტენტ-კრეატორმა მიბაძოს. ეს კიდევ უფრო მეტად იქნება მოსალოდნელი, თუკი MrBeast-ის შოუ „Prime Video”-ს სარეკლამო შემოსავალს და ახალგაზრდა გამომწერების რიცხვს გაზრდის.

ექსპერტების აზრით, ეს ტრენდი ძალიან ჰგავს პროფესიონალი ათლეტების მიერ შექმნილ პერსონალურ ბრენდებს, რომლებიც ბიზნეს იმპერიებად იქცა და ტელევიზიაც მოიცვა. ყველას გამოცდილება სხვადასხვანაირი იქნება, მათი ცნობადობის, გამომწერების რაოდენობისა და უპირატესობების გათვალისწინებით. თუმცა, მომავალში კიდევ უფრო მეტ კოლაბორაციას ვიხილავთ სოციალური მედიის ცნობად სახეებსა და ტრადიციულ საგამომცემლო კომპანიებს შორის.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა