რეკლამა | კონტაქტი

პიარ გზამკვლევი AI სტარტაპებისთვის – როგორ გამოვიჩინოთ თავი გადატვირთულ ბაზარზე

AI ბუმი და ენტერპრენერული ტრანსფორმაცია

მსოფლიოს ენტერპრენერულმა სექტორმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა AI-ის დამსახურებით. 2023 წელს, AI-ზე ორიენტირებულმა სტარტაპებმა ჯამში 50 მილიარდიანი დაფინანსება მოიპოვეს. 2024 წლის პირველ კვარტალში კი აღნიშნული თანხა უკვე 11.4 მილიარდს შეადგენს, რაც გლობალური დაფინანსების დაახლოებით 17% გახლავთ. ინვესტორებისთვის AI კვლავ დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს ნათლად აისახა “Y Combinator”-ის მიერ მოწყობილ საცდელ პრეზენტაციაზე, სადაც წარმოდგენილი 247 სტარტაპ პროექტიდან 172 სწორედ AI-ზე ფოკუსირებულ წამოწყებას წარმოადგენდა.

AI – ნიშური ასპექტიდან აუცილებლობამდე

ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო ფანტასტიკებში არსებული ნიშური ასპექტიდან თანამედროვე ცხოვრების კრიტიკულ კომპონენტად ჩამოყალიბდა. ხმით მართვადი ასისტენტების, ონლაინ რეკომენდაციების ალგორითმებისა და კიდევ უამრავი ფორმით, AI ყოველდღიური რუტინების ნაწილად იქცა. მარტივად სამართავი ინტერფეისების დახმარებით, ყველაზე დიდი პოპულარობა Google Gemini-ის და ChatGPT-ის ხვდა წილად. გენერირებული კონტენტი მართლაც ძალიან დიდ ინტერესს იმსახურებს საზოგადოების მხრიდან, რის გამოც 2032 წლისთვის AI მარკეტის ღირებულების 1.3 ტრილიონამდე გაზრდაა ნავარაუდები.

AI-ის გავლენა კომერციული პროდუქტების მიღმაც შესამჩნევია. ფინანსურ, ჯანდაცვის და სამთავრობო სექტორებში ხელოვნური ინტელექტი პროცესების ავტომატიზაციის უპრეცედენტო დონეს გვთავაზობს. სამედიცინო დაწესებულებები უკვე აქტიურად იყენებენ AI კვლევის ასისტენტებს, დიდი ოდენობით ინფორმაციისა და ანალიტიკური მონაცემების დასამუშავებლად.

მსოფლიოში AI-ზე ორიენტირებული 67 ათასზე მეტი პროექტია, რაც სტარტაპებს შორის ძლიერ კონკურენციას იწვევს. მთავარი მოთამაშეები ენის შესწავლის მოდელების ტრენინგს, დანერგვასა და შეფასებას უთმობენ ყურადღებას, რათა AI-ის ჰალუცინაციისა და ეთიკური დილემების მსგავსი კრიტიკული ხარვეზების პრევენცია უზრუნველყონ.

პიარ გზამკვლევი AI სტარტაპებისთვის - როგორ გამოვიჩინოთ თავი გადატვირთულ ბაზარზე - what does pr stand for

პიარ კატასტროფები, რომელსაც კონკურენტუნარიან გარემოში უნდა მოერიდოთ

1. ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსება

უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა წარმატების მიღწევის გარანტიას აღარ წარმოადგენს. სტარტაპებს ჰგონიათ, რომ მათი შექმნილი პროდუქტი ყველაფერს იტყვის და ამის გამო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს აიგნორებენ, როგორიცაა სტრატეგიული რეკლამა და ბრენდინგი. სამიზნე აუდიტორიასთან სოციალური მედიებისა და სარეკლამო პლატფორმების საშუალებით კომუნიკაცია აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთანავე, დამფუძნებლის პერსონალური ბრენდის პიარიც შესანიშნავი საშუალებაა ინვესტორების მოსაზიდად.

2. აუდიტორიის ანალიზის დაიგნორება

ყველასთან ერთნაირი კომუნიკაციის გზით ურთიერთობა არაეფექტურია. AI სტარტაპებმა საკუთარი მესიჯების პერსონალიზება უნდა მოახდინონ და ისინი სხვადასხვა აუდიტორიას მოარგონ. მაგალითად, AI ჩატბოტების განვითარებაზე მომუშავე სტარტაპმა საკუთარი პროდუქტის პიარისას ხაზი უნდა გაუსვას როგორც პერსონალური, ისე კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებულ ბენეფიტებს. ასეთ დროს აუდიტორიის ანალიზი რელევანტური კომუნიკაციისთვის აუცილებელია.

3. პიარ კამპანიის ნაადრევად დაწყება

წარმატებული პიარ კამპანიის შესაქმნელად სწორი დროის შერჩევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სტარტაპებმა საკუთარი პოზიციის ზუსტად ჩამოყალიბების, სანდო საოპერაციო პროცესების დანერგვისა და ხელშესახები შედეგების მიღების შემდეგ უნდა დაიწყონ პიარზე ფიქრი. ნაადრევად დაწყებული პიარ კამპანია შესაძლოა დროულად ვერ მიღწეული მიზნების მიზეზად იქცეს და აუდიტორიაზე ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვოს.

3. AI ეთიკის და პერსონალური მონაცემების დაცვის დაიგნორება

ეთიკური ნორმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა AI-ზე კონცენტრირებულ სამყაროში აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს. მსგავსი დეტალების უგულებელყოფა რეპუტაციის შელახვას და ლეგალურ პრობლემებსაც კი იწვევს. მაგალითად, OpenAI სწორედ მსგავსი პრობლემების გამო იქცა კრიტიკის ობიექტად. ეთიკურ მხარეზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხზე კონცენტრირება ბრენდის სანდო იმიჯის შექმნისთვის აუცილებელია.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა