რეკლამა | კონტაქტი

რას ნიშნავს ბრენდ ამბასადორი?

ბრენდ ამბასადორები თქვენი ბრენდის მთავარი მესიჯის სამიზნე აუდიტორიამდე მიტანას უზრუნველყოფენ, ემოციური და ავთენტური მიდგომის გამოყენებით. ისინი ქმნიან ჯაჭვურ ეფექტს, რისი საშუალებითაც თქვენ კლიენტებს შორის კიდევ უფრო მეტად მყარდება ლოიალურობისა და ნდობის შეგრძნება ბრენდის მიმართ. თუმცა, ბრენდ ამბასადორების ძალა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ბრენდ ამბასადორებად ითვლებიან ისეთი პიროვნებები, ხშირად ცნობილი ადამიანები და ინფლუენსერები, რომლებსაც კომპანია ქირაობს ბრენდის იმიჯის პოზიტიურად წარმოჩენისთვის. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს გავლენა სწორედ ისეთ ადამიანებზე აქვთ, რომელიც ბრენდის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ.

რას ნიშნავს ბრენდ ამბასადორი? - brand ambassadors

რას აკეთებენ ბრენდ ამბასადორები?

ბრენდ ამბასადორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბაზარზე თქვენი ბრენდის რეპუტაციისა და ცნობადობის გაუმჯობესებაში. ისინი თქვენი ბრენდის სახედ და მისი ღირებულებების წარმდგენად იქცევიან. მათი აქტივობები თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული და როგორც წესი ისინი ასე გამოიყურება:

  • თქვენი შეთავაზებების პოპულარიზაცია: ამბასადორები ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს, სატელევიზიო რეკლამებს, რადიო გადაცემებს, ღონისძიებებს, პრინტებს, სოციალური მედიის კამპანიებსა და სხვადასხვა კოლაბორაციის სახეობებს იყენებენ თქვენი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.
  • კონტენტის შექმნა:  ამბასადორები ქმნიან სოციალური მედიების პოსტებს, ბლოგებს, ვიდეოებსა და ფოტოებს თქვენი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით.
  • პროდუქტის დემონსტრაცია: ამბასადორები მართავენ ან უერთდებიან პროდუქტის პრეზენტაციებს, სხვადასხვა შოუებსა და ვებინარებს, რათა მომხმარებლებში გაზარდონ ინტერესი თქვენი პროდუქტის მიმართ.
  • აუდიტორიასთან ურთიერთობა – ამბასადორები პოტენციურ კლიენტებთან ინტერაქციისას გასცემენ რეკომენდაციებს და პასუხობენ კითხვებს თქვენი პროდუქტის შესახებ.
  • უკუკავშირი: ამბასადორებს შეუძლიათ პროდუქტისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სერვისის გასაუმჯობესებლად საჭირო უკუკავშირის მოცემა. ისინი აღნიშნულ ინფორმაციებს კლიენტებთან ინტერაქციებისა და გამოცდილების საფუძველზე აგროვებენ.

აღნიშნული სტრატეგიების განხილვა შესაძლებელია ცნობილი ბრენდ ამბასადორების მაგალითზეც:

კირა ნაიტლი – Chanel 

ბრიტანელი მსახიობი 2007 წლიდან „Chanel“-ის სახეა. მისი ელეგანტურობის, შარმის და სამსახიობო ნიჭის წყალობით, იგი იდეალურად გამოსახავს „Chanel“-ის მარადიულ დახვეწილობას და ესთეტიკას. აღნიშნული კოლაბორაციის წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბრენდის  ცნობადობა და იმიჯი.

ზენდეია – Louis Vuitton  

სამსახიობო ნიჭითა და მოდის სფეროში გავლენიანი გემოვნებით ცნობილი ზენდეია „Louis Vuitton“-ის სახედ იქცა. წარმატებული კარიერის წყალობით, ზენდეიას 181 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მათი დიდი ნაწილი კი ახალგაზრდა ფანებისგან შედგება. ცნობილი ბრენდი ზენდეიასთან თანამშრომლობის საშუალებით სწორედ აღნიშნულ დემოგრაფიასთან დაკავშირებასა და მომხმარებლებისა აუდიტორიის გაფართოებას უზრუნველყოფს.

ჯორჯ კლუნი – Nespresso 

ამერიკელი მსახიობი და ადამიანის უფლებათა ადვოკატი 2006 წლიდან „Nespresso“-ს სახეა. ჯორჯ კლუნის მონაწილეობით უკვე უამრავი სარეკლამო კამპანია გამართა. ამასთანავე, ცნობილი ბრენდი დიდ აქცენტს აკეთებს გარემოს დაცვის საკითხებზეც, რასაც კლუნი ასევე დიდ მხარდაჭერას უცხადებს.

ყავის კომპანიამ ასევე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის დანერგვა. მათ შორის იყო „AAA Sustainable Quality“ პროგრამა, რომელიც ფერმერებს ყავის მოყვანის პრაქტიკების გაუმჯობესებაში უწყობს ხელს. მსგავსი კამპანიების პოპულარიზაციისთვისაც ბრენდი სწორედ ჯორჯ კლუნის იმიჯს იყენებს.

ლებრონ ჯეიმზი – Nike 

თავისი თაობის ყველაზე წარმატებულ კალათბურთელად შერაცხილი ლებრონ ჯეიმზი “Nike”-ის ბრენდს სხვადასხვა მედიუმებში უწევს პოპულარიზაციას. მან 2015 წელს კომპანიასთან უვადო ხელშეკრულება გააფორმა, რაც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მიღწევად ითვლება. ჯეიმზის და „Nike”-ის ღირებულებები ერთმანეთის მსგავსია. ისინი მიზნების მისაღწევად ბრძოლისკენ და სრული პოტენციალის გამოვლენისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ლებრონ ჯეიმზის ცხოვრებაც სწორედ აღნიშნული პრინციპების მაგალითს წარმოადგენს, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთაც.

ჯენიფერ ენისტონი – Aveeno 

ცნობილი მსახიობი “Aveeno”-ის სახე 2013 წელს გახდა და კანის მოვლის პროდუქტების ბრენდის ამბასადორად ითვლება. ჯენიფერ ენისტონი მისი მომხიბვლელი და ახალგაზრდული ვიზუალითაა ცნობილი, რისი დამსახურებითაც „Aveeno” ყველასთვის სასურველ „ენისტონის ბრწყინვალებასთან“ ასოცირდება.

წლების განმავლობაში, ენისტონის მიერ სატელევიზიო და პრინტ კამპანიებში მონაწილეობის შედეგად, „Aveeno”-მა ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გაიმყარა ყველაზე ნატურალური და გამაჯანსაღებელი პროდუქტების მწარმოებელი ბრენდის იმიჯი.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა