კინეტიკური ტიპოგრაფია დიზაინის ტექნიკაა, რომელსაც ეკრანზე ტექსტის ანიმაციისთვის იყენებენ. ტექსტის ელემენტების ცვლილებების გამოყენებით, კინეტიკური ტიპოგრაფია ქმნის მოძრავ ვიზუალურ ეფექტებს, რაც კონტენტს უფრო დინამიკურსა და მომხიბლავს ხდის დამთვალიერებლებისთვის.
კინეტიკური ტიპოგრაფია სარეკლამო და ვიდეო პროდუქციის სფეროში აქტიურად გამოიყენება, თუმცა იგივე ასევე პოპულარულია ვებ-დიზაინის სექტორშიც. ონლაინ სივრცეში აღნიშნული დიზაინი გამოიყენება ვებგვერდზე მნიშვნელოვანი არეების უკეთ გამოსაკვეთად და იუზერების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
ამასთანავე, კინეტიკური ტიპოგრაფია დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის ხასიათის უკეთ გამოჩენაში, სპეციალურად შექმნილი ვებ-დიზაინის გამოყენებით, რომელიც ბრენდის შესახებ მეტის გაგების სურვილს წაახალისებს.
კინეტიკური ტიპოგრაფიის სახეობები:
მორფირება
მორფირება ტექსტური ელემენტების ერთიდან მეორეში ბუნებრივ ტრანსფორმაციას გულისხმობს და გამოიყენება ვიზუალური ტრანსფორმაციებისა და ცვლილებების ლამაზად წარმოსაჩენად.
თქვენ ბრენდს მორფირების გამოყენება შეუძლია:
– ლოგოების ტრანსფორმაციისთვის
– პროდუქტის განვითარების დემონსტრაციისთვის
– კომპანიის თაიმლაინის შესაქმნელად
შესვლა და გასვლა
აღნიშნული სახეობა ტექსტური ანიმაციების ეკრანზე შემოსატანად და გასატანად გამოიყენება. მისი საშუალებით იქმნება დინამიკური სტილის ელემენტები, რომელიც იუზერებს სთორითელინგის სტრუქტურის უკეთ აღქმაში ეხმარება.
თქვენ ბრენდს აღნიშნული სტილის გამოყენება შეუძლია:
– სერვისების ლისტის შესაქმნელად
– პროდუქტის მახასიათებლების ჩამოსათვლელად
– ფასების შესადარებლად
შექმნა და დამსხვრევა
ამ ტიპის ტიპოგრაფია ტექსტის ეკრანზე გამოტანასა და შემდეგ მისი ელემენტების წაშლას მოიცავს. ჩვეულებრივი შემოსვლის ელემენტებისგან განსხვავებით, აღნიშნული დიზაინი უფრო თვალისმომჭრელი დიზაინით გამოირჩევა და უფრო მკვეთრ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
თქვენ ბრენდს აღნიშნული სტილის გამოყენება შეუძლია:
- პროდუქტის დაანონსებისას
- კამპანიის მესიჯებისთვის
- კონტენტის მნიშვნელოვანი მონაკვეთების გამოკვეთისთვის
თანმიმდევრული გამოვლენა
შესვლა და გასვლის ელემენტებისა და შექმნა და დამსხვრევის ელემენტების შეერთებით, თანმიმდევრული გამოვლენის სტილი ტექსტურ ელემენტებს ერთმანეთის მიყოლებით, სათითაოდ აჩენს ეკრანზე.
აღნიშნული კინეტიკური ტიპოგრაფიის დიზაინი ისეთი აქტების სიმულაციისთვის გამოიყენება, როგორიცაა ხელით წერის პროცესი.
თქვენ ბრენდს აღნიშნული სტილის გამოყენება შეუძლია:
– კლიენტების შეფასებების გამოქვეყნებისას
– თაიმლაინის ინფოგრაფიკების შექმნისას
– პროდუქტის უნიკალური ბენეფიტების ასახვისთვის
ტექსტურები და გრადიენტები
აღნიშნული ელემენტები თანამედროვე ვებ-დიზაინის პოპულარულ ტრენდებად ითვლებიან. ისინი ტიპოგრაფიას სიღრმესა და ვიზუალურ მრავალფეროვნებას სძენენ.
ეს დინამიკური დიზაინი ვებგვერდებზე მნიშვნელოვანი ელემენტების უკეთ გამოკვეთისთვის გამოიყენება, ზედმეტი ანიმაციური ელემენტებით დიზაინის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.
თქვენ ბრენდს აღნიშნული სტილის გამოყენება შეუძლია:
– ჰედლაინებისთვის
– ტექსტების გასაფერადებლად
– ტრანსფორმაციის ეფექტებისთვის

ციმციმი
ტიპოგრაფიის სტილებს შორის ციმციმი ტექსტური ელემენტების ხილვადობის სწრაფი ცვლილებისთვის გამოიყენება. ეს აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს და სპეციფიკური ინფორმაციული ელემენტებისკენ მიმართავს.
თქვენ ბრენდს აღნიშნული სტილის გამოყენება შეუძლია:
– CTA ღილაკებისთვის
– ფასდაკლების ტაიმერებისთვის
– მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის
ჰიპნოზირება
როგორც სახელი აღნიშნავს, ტიპოგრაფიული სტილის ეს მიმართულება დამაჰიპნოზებლად და მომხიბლავად მოძრავ ელემენტებს მოიცავს. ისინი დასამახსოვრებელ გამოცდილებას უქმნიან იუზერებს.
მსგავსი ელემენტების გამოყენება ვებსაიტის დიზაინის ერთგვაროვან ნაწილებს გააუმჯობესებს და დამატებითი ინტერაქციების შესაძლებლობას წარმოქმნის იუზერებისთვის.
თქვენ ბრენდს აღნიშნული სტილის გამოყენება შეუძლია:
- ვებსაიტის ჩატვირთვის ანიმაციის სახით
- პროგრესის ზოლის ამსახველი ანიმაციის დიზაინში
- CTA ღილაკების დიზაინში

