რეკლამა | კონტაქტი

როგორ უნდა დავაბალანსოთ კარიერული ამბიციები და პირადი ცხოვრება

დღესდღეობით პროფესიონალების დიდ ნაწილს სჯერა, რომ კარიერული ამბიციებისა და ჯანსაღი პერსონალური ცხოვრების შეხამება შეუძლებელია. ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულების თითქმის მესამედმა ოჯახის შექმნა გადადო, რადგან სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დამყარება ვერ შეძლო. თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სრულიად არ წარმოადგენს აუცილებლობას. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს კომპანია “Jotform”-ის და მისი დამაარსებლის ისტორია.

დელეგირება სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად

“Jotform”-ის განვითარების გზაზე კომპანია ერთი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდიდან 660 ადამიანისგან შემდგარ ბრენდად ჩამოყალიბდა. აღნიშნულ პერიოდში დამაარსებლის ოჯახში კიდევ 3 ბავშვი გაჩნდა. როდესაც ოჯახი რიგით მეორე ბავშვს ელოდებოდა, კომპანიის დამაარსებელმა 3 თვიანი შვებულება აიღო პერსონალური ცხოვრებისთვის საკმარისი დროის დასათმობად. ყველასთვის გასაკვირად, ამან ბიზნესზე საკმაოდ პოზიტიური გავლენა მოახდინა.

დირექტორის მიერ საკუთარი საქმეების დელეგირების და საოპერაციო საკითხების უფრო ღრმად გაანალიზების დროს რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვლინდა. ამ პროცესმა გამოავლინა სამუშაო პროცესის რამდენიმე ისეთი ეტაპი, რომელიც რეალურად არასაჭირო იყო ან სისტემის ავტომატიზაციის შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა.  ასევე გამოვლინდა ისეთი საკითხებიც, რომელთა მართვაც მენეჯმენტის სხვა წევრებს უფრო შეეფერებოდათ. მაგალითად პროდუქტის დიზაინზე პასუხისმგებელმა პირმა ასევე მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი შეფასებების დამუშავება, რადგან ისინი სწორედ პროდუქტის ცვლილებებს შეეხებოდა.

ასევე შეიცვალა ყოველკვირეული საერთო შეხვედრის მიზანიც. აღნიშნული დრო იქცა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარების საშუალებად და ასევე გუნდებისა და კომპანიის მიზნების ერთმანეთთან უკეთ დაახლოების ნაწილად. ასეთი შეხვედრების წყალობით კომპანიის თანამშრომლები ყოველთვის უფრო დაფასებულად გრძნობენ თავს, რაც ბრენდის უკეთ განვითარებას და შემოსავლის გაზრდას უზრუნველყოფს.

როგორ უნდა დავაბალანსოთ კარიერული ამბიციები და პირადი ცხოვრება - 1 Vt1E8TP wLZ5jGxScnNk g

პერსონალური ცხოვრების პრიორიტიზება კარგ მაგალითს წარმოადგენს და ნიჭიერ კადრებს იზიდავს

ადამიანებს აღარ სურთ ისეთ უფროსთან მუშაობა, რომელიც მათგან ძალიან განსხვავდება. ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ შოუების მაყურებელთა 84%-ს უფრო მეტად ისეთი რეალობის ყურება სურს ეკრანზე, სადაც სამსახურისა და პერსონალური ცხოვრების ბალანსი კარგადაა დაცული. ამის დამსახურებით ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ თანამშრომლები სწორედ ისეთ კომპანიაში მუშაობას ამჯობინებენ, სადაც მენეჯმენტის წარმომადგენლები სამაგალითოდ იცავენ ზემოხსენებულ ბალანსს.

“Jotform”-ის დამაარსებელი ხშირად განიხილავს მსგავს საკითხებს საკუთარ თანამშრომლებთან და აღნიშნავს, რომ პერსონალური ცხოვრებისთვის საკმარისი დროის დათმობა გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით 27,000 თანამშრომლის გამოკითხვის შედეგად მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პერსონალის 57% არ დათანხმდება ისეთ შეთავაზებას, რომელიც მათ სამსახურებრივი და პერსონალური ცხოვრების ბალანსის დაცვაში ხელს შეუშლის. ასევე, 55%-მა განაცხადა, რომ მსგავს ნეგატიურ სამსახურის შეთავაზებას მხოლოდ მაღალი ხელფასის შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდებიან.

კორპორატიული და პერსონალური ცხოვრების დაბალანსება ამცირებს სამსახურის შეცვლის სიხშირეს

„Randstad“-ის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესპონდენტების 37% მზადაა სამსახური დატოვოს იმ შემთხვევაში, თუკი მათ ოფისში უფრო მეტი დროის გატარებას მოსთხოვენ. თუმცა, დისტანციური სამუშაო პროცესებიდან საოფისე სივრცეში გადასვლა საკმაოდ კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ბალანსის დარღვევის საშიშროება წარმოადგენს პრობლემას და არა ფიზიკურად ოფისში სამუშაოდ მისვლა.

“Jotform”-ის თანამშრომლებიც კვირაში ხუთ სამუშაო დღეს ატარებენ ოფისში. თუმცა, მენეჯერები მზად არიან მათ უფრო მარტივად დაუკმაყოფილონ ოფისიდან გასვლის მოთხოვნები, პერსონალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გადაუდებელი შემთხვევების გარდა, კომპანიის თანამშრომლებს მუდამ ოფისში ყოფნა არც მოეთხოვებათ. მენეჯმენტი მათ მდიდარი პირადი ცხოვრების ქონას ურჩევს და ამას თვითონაც მაქსიმალურად უწყობს ხელს. ასევე არსებობს შვებულებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროცესები, რომლებიც დასასვენებლად გამგზავრებულ ადამიანებს სრული განტვირთვის საშუალებას აძლევს, სამსახურზე ფიქრის გარეშე. მსგავსი პრაქტიკები კომპანიის უფრო სწრაფ და ეფექტურ განვითარებას უზრუნველყოფს, ჯანსაღი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა