რეკლამა | კონტაქტი

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify

თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ელ.კომერციის პლატფორმის შერჩევისას უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ამიტომაც შევარჩიეთ ის ძირითადი ფუნქციები და უპირატესობები, რომლებიც Magento-ს, Shopify-ს და WooCommerce-ს ერთმანეთისგან ყველაზე მეტად განასხვავებთ:

გამოყენების სიმარტივე:

Magento: სწრაფი და ეფექტური სისტემა, საჭიროებს PHP-ის და HTML-ის ცოდნას. უფრო მეტად განკუთვნილია დეველოპერების მიერ სამართავად.

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - minimax magento ui kit

Shopify: ექსტრემალურად მარტივად გამოსაყენებელი, “drag-and-drop” სისტემით შექმნილი ინტერფეისის მქონე პლატფორმა. საუკეთესოა დამწყებებისათვის.

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - staging.toptal.net designers shopify website design shopify design tips

WooCommerce: მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისი, თუმცა დეტალური ცვლილებების შესატანად მოითხოვს საბაზისო ტექნიკურ გამოცდილებას.

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - screenshot 6 scaled

მახასიათებლები

Magento: შესაძლებელია ნებისმიერი დეტალის ჩასწორება. გამოირჩევა ფუნქციებისა და დამატებითი გაფართოებების მრავალფეროვნებით.

Shopify: აპლიკაციების მაღაზია გთავაზობთ უამრავი დამატებითი ფუნქციის და სერვისის დაყენების საშუალებას.

WooCommerce: დამატებითი ფუნქციების დასაყენებლად გთავაზობთ უამრავ პლაგინსა და გაფართოებას.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)

Magento: SEO-ზე მორგებული ინტერფეისი და ფუნქციონალი. საჭიროებს ღრმა ტექნიკურ ცოდნას.

Shopify: მოჰყვება ჩაშენებული SEO ხელსაწყოები და იდეალურად უჭერს მხარს SEO ოპტიმიზაციის პროცესს.

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - How to Get my Shopify Store Ranked on Google

WooCommerce: სხვადასხვა პლაგინებითა და აპლიკაციებით შესაძლებელია SEO ფუნქციონალის ინტეგრაცია.

უსაფრთხოება:

Magento: გააჩნია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, თუმცა საჭიროებს რეგულარულ განახლებებს

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - 24 08 Magento Security Tips To Keep Your Store Secure in 2023 1

Shopify: პლატფორმა, რომელშიც უკვე ჩაშენებულია უსაფრთხოების ფუნქციონალი. იღებს ავტომატურ განახლებებს რეგულარულად.  

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - shopify security

WooCommerce: უსაფრთხოება დამოკიდებულია მათ უზრუნველსაყოფად დაყენებულ პლაგინებზე, საჭიროებს რეგულარულ განახლებებს.

მომხმარებელთა მხარდაჭერა

Magento: მომხმარებლების ფორუმზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა. Magento 2-ს გააჩნია დამატებითი მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი.

WooCommerce: მომხმარებლების ფორუმზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა. ასევე გააჩნია პლაგინები დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად.

Shopify: 24/7 რეჟიმზე მომუშავე, მომხმარებელთა მხარდაჭერის იდეალური სერვისი, რამდენიმე განსხვავებული არხით.

რომელი ელ.კომერციის პლატფორმა ჯობია? – WooCommerce vs. Magento vs. Shopify - ServicesGetricardo.com

Magento vs. Shopify vs. WooCommerce – შეჯამება

“Magento”-ს მთავარი უპირატესობა მისი ინტერფეისია, რომელიც იდეალურად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს. შესაბამისად, მისი გამოყენება იდეალურია დეველოპერებისთვის და დიდი კომპანიებისთვის. „Magento“ ძლიერ დაცვას გთავაზობთ, თუმცა მისი გამოყენება სერიოზულ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებს. „Magento“-ს გამოყენების საფასური თქვენს მიერ შერჩეული სისტემის ვარიანტზეა დამოკიდებული. მაგალითად, „Magento Commerce Cloud“-ის საფასური წელიწადში 40 ათასი დოლარიდან იწყება.

“Shopify“-ის მთავარ უპირატესობებად მისი სიმარტივე და შთამბეჭდავი მხარდაჭერის სერვისი ითვლება. “Shopify”-ის მაღაზიის გამართვა მარტივია და მას ავტომატურად მოჰყვება შიგნით ჩაშენებული დაცვის სისტემები. “Shopify” ასევე ბევრად უფრო ხშირად ახლდება. რაც მთავარია, აღნიშნული პლატფორმის მიერ შემოთავაზებული ფინანსური პაკეტები სხვადასხვა ტიპის ბიზნესებზეა მორგებული. ყველაზე საბაზისო პაკეტის ფასი 32 დოლარია, ხოლო მაღალი მასშტაბების მქონე ბიზნესებისთვის განკუთვნილი კომერციული პაკეტების ფასი 2000 დოლარიდან იწყება.

„WooCommerce“ უფასო პლაგინებითა და ჩაშენებებით გამოირჩევა, რაც დიზაინისა და ფუნქციონალის თქვენ გემოზე შეცვლის საშუალებას გაძლევთ. თუმცა, მისი უსაფრთხოების გაძლიერება და სხვადასხვა ენების მხარდაჭერა მესამე მხარის მიერ მოწოდებულ პლაგინებზე და ჩასაშენებელ აპლიკაციებზეა დამოკიდებული. „WooCommerce“-ის იმპლემენტაცია სწორედ ამ ელემენტის გამო შეიძლება იქცეს კომპლექსურ და ფასიან პროცესად.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა