ბევრს გამოუცდია ცუდ უფროსთან მუშაობა, თუმცა კონკრეტული პრობლემების ამოცნობა შეიძლება რთული იყოს. ცუდმა უფროსმა შესაძლოა თქვენი კარიერული წინსვლა შეაფერხოს, თანამშრომლების გადაღლა გამოიწვიოს და ტოქსიკური სამუშაო სივრცე შექმნას. ამიტომ გთავაზობთ იმ 6 ნიშანს, რომლითაც ცუდი უფროსის ამოცნობაა შესაძლებელი
1. მხარდაჭერის ნაკლებობა
ცუდი უფროსის ამოსაცნობ ნიშნებს შორის მთავარი სწორედ მისი მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერის სიმცირეა. ამის მანიფესტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს. მაგალითად, როდესაც მას დახმარებას სთხოვთ და სანაცვლოდ არასაკმარის ყურადღებას მიიღებთ. მხარდამჭერი უფროსის გარეშე თანამშრომლებს უფრო მეტი საქმის კეთება უწევთ და თვითონ უფროსები ხშირად სამუშაო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი ყალიბდებიან. ასეთი დამოკიდებულება პერსონალის მოტივაციას ამდაბლებს და კარიერულ წინსვლასაც ართულებს.
2. ერთი ერთზე შეხვედრისთვის მოუმზადებლობა
ცუდი უფროსის დამახასიათებელი კიდევ ერთი ასპექტი სწორედ ერთი-ერთზე შეხვედრებისთვის მოუმზადებლობაა. აღნიშნული შეხვედრების ჩატარება რეგულარულადაა საჭირო, რათა გაანალიზოთ მიმდინარე პროექტები და პოტენციური გამოწვევების გადალახვის გეგმა დასახოთ. კარგი უფროსი ასეთი შეხვედრებისთვის ყოველთვის საფუძვლიანად ემზადება, რაც თქვენი კარიერის განვითარებაში ჩადებულ ინვესტიციას წარმოადგენს მისი მხრიდან. ცუდი უფროსი მსგავსი მონდომების ნაცვლად ბევრად უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს, რასაც თქვენი განვითარებისა და პროგრესის შეფერხება შეუძლია.
3. მანიპულაცია
მანიპულაციაა, როდესაც უფროსი რაიმეზე დაგეთანხმებათ, მოგვიანებით კი სწორედ აღნიშნული საკითხის გამო გაგაკრიტიკებთ. ეს თქვენ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას იწვევს. მსგავს მანიპულაციას ასევე თვითშეფასებაზეც ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. გარკვეული დროის განმავლობაში მსგავსი დამოკიდებულება ადამიანებს საკუთარ კომპეტენციაში ეჭვის შეტანასაც კი აიძულებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია რაც შეიძლება მალე ამოიცნოთ და გაანალიზოთ უფროსის მხრიდან მანიპულაციისა და მსგავსი ქცევების ნიშნები.

4. ემოციური ინტელექტის დაბალი დონე
უფროსის მიერ გამოვლენილი ემოციური ინტელექტის დაბალი დონე კიდევ ერთი საშიში ნიშანია. თუკი მას არ შეუძლია თქვენი პრობლემების მიმართ ემპათიის გამოჩენა და თქვენი გულდასმით მოსმენა, მაშინ მისგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოთ. კარგი უფროსი მოტივაციას გმატებთ, თქვენ ჩართულობასა და პროექტში შეტანილ წვლილს აფასებს და თქვენი უნარების საფუძვლიანად გამოვლენისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაზე ზრუნავს. უფროსის მიერ გამოვლენილი ემოციური ინტელექტის დაბალი დონე თანამშრომლებს საკუთარი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას ურთულებს და მსგავს გარემოში მუშაობას ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის.
5. არაპროფესიონალური ქცევა
არაპროფესიონალური ქცევები ცუდი უფროსის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა თვისებაა. მსგავსი ასპექტი მოიცავს სამუშაო გარემოსთვის შეუფერებელი კომენტარების გაკეთებას, ტოქსიკური გარემოს შექმნის მცდელობას და დისკომფორტის გამომწვევ საქციელს. ასეთი ტიპის უფროსთან მუშაობისას თანამშრომლები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და პატივისცემის ნაკლებობასაც განიცდიან.
6. დაუმსახურებელი მოპყრობა და არასაკმარისი დაფასება
დაუმსახურებელი მოპყრობა და არასაკმარისი დაფასება ცუდი უფროსის ამოსაცნობ ყველაზე სერიოზულ ნიშნებს წარმოადგენს. მსგავსი ასპექტი ხშირად იჩენს თავს კომპენსაციის განხილვისას. თუკი უფროსი თავდადებული მუშაობის სანაცვლოდ შესაფერის ანაზღაურებას და ბონუსებს არ გთავაზობთ, მაშინ იგი თქვენ განვითარებაზე საერთოდ არ ფიქრობს. თანამშრომლების მორალისა და მოტივაციის ასამაღლებლად შესაბამისი დაფასება და კომპენსაციის გაცემაა საჭირო. კარგი უფროსი აფასებს საკუთარი გუნდის წევრებს, მათ განვითარებაში ინვესტიციის ჩადებას არ ერიდება და გაწეულ შრომასაც შესაბამისად ანაზღაურებს. მსგავსი პოზიტიური დამოკიდებულებით შესაძლებელია კომპანიისა და პერსონალის მიზნების გათანაბრება, სამუშაო სივრცეში მაღალი მოტივაციისა და პროდუქტიულობის დონის შენარჩუნებასთან ერთად.