რეკლამა | კონტაქტი

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეცდომებითაა სავსე – ეს 4 გზა მათი პოტენციალის გამოყენებას უზრუნველყოფს

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეცდომებითაა სავსე. ქვემოთ მოცემული ოთხი რჩევის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ თითოეულ შეცდომას პოტენციური განვითარების შანსად გარდაქმნით.

1. მოერიდეთ შეცდომების დამალვას

თანამედროვე სამუშაო კულტურაში ხშირად აიგივებენ შეცდომასა და წარუმატებლობას. ამის დამსახურებით, ადამიანები საკუთარ პატარა შეცდომებსაც კი ხშირად უმალავენ გუნდის ლიდერებსა და თანამშრომლებს. ასეთი მალვის ტრადიცია ხელს უშლის პროგრესული და ინოვაციური სამუშაო გამოცდილების ჩამოყალიბებას.

შეხედეთ შეცდომებს, როგორც ახალი გამოცდილების მიღების შანსს. ისინი გასწავლიან პრობლემების გადაწყვეტის უკეთეს გზებს და განვითარების უფრო ეფექტური გზისკენაც გიბიძგებენ.

2. „ორი ორზე“ მოდელი

საკუთარ შეცდომებზე სწავლა ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, კომპანია “Cloud for Good“-ის ლიდერების გუნდი ყოველი კვარტლის ბოლოს იკრიბება, რათა ჩატარებული პროცესები უკეთ გაანალიზდეს. კომპანიის მენეჯერები განიხილავენ ორ წარუმატებელ და ორ წარმატებულ პროექტს.

ამის დამსახურებით ისინი განვითარებისთვის სწორი სტრატეგიის შერჩევას ბევრად უფრო ეფექტურად ახერხებენ.

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეცდომებითაა სავსე - ეს 4 გზა მათი პოტენციალის გამოყენებას უზრუნველყოფს - NavigatingYourCareerProsandConsofDifferentPathstoSuccess

3. დაუშვით ახალი შეცდომები

შეცდომებისგან საჭირო ინფორმაციის მისაღებად საჭიროა განვითარებისკენ მიმართული განწყობა. მსგავსი პერსპექტივა დაბრკოლებებს შესაძლებლობებად გარდაქმნის. ახალი შეცდომების დასაშვებად და ძველი შეცდომების განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყოველი შეცდომის სწორად გაანალიზება.

აუცილებელია კომპანიაში ისეთი კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც შეცდომებს გაზრდისა და განვითარების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს.

4. აქციეთ წარუმატებლობა წარმატების ნაწილად

წარმატება მაშინ უფრო საგრძნობია, როდესაც წარუმატებლობის გადალახვა წარმატებით შეძელით. მოერიდეთ მხოლოდ პოზიტიური ასპექტების განხილვას და აქციეთ წარუმატებლობის აღმნიშვნელი თემებიც ყოველდღიური დიალოგების ნაწილად. წარუმატებლობის შიში ორგანიზაციას დააზიანებს და საჭირო კადრების შენარჩუნებასაც გაართულებს.

როგორც უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „წარმატება წარმოადგენს უნარს, რომელიც ერთი შეცდომიდან მეორემდე მისვლას უზრუნველყოფს, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. შესაბამისად, შეცდომებზე სწავლა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ განვითარებისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური და ძლიერი გზები ავირჩიოთ.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა