რეკლამა | კონტაქტი

როგორ შევინარჩუნოთ ენტერპრენერის სულისკვეთება ახალი ბიზნესის მართვისას

პატარა ბიზნესის წამოწყება რთულია და მოითხოვს თავდადებას, მოტივაციას და ენტერპრენერულ სულისკვეთებას. სწორედ ამ ენტერპრენერული მონდომების წყალობით იქმნება წარმატებული ბიზნესი ნულიდან. თუმცა, ბიზნესის წინსვლის და განვითარების ფონზე ამ მამოძრავებელი მონდომებისა და ცეცხლის კვალის დაკარგვა საკმაოდ ხშირია. გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად და კიდევ უფრო რთული წინაღობების გადასალახად, აუცილებელია სწორედ იმ პირველადი სულისკვეთებისა და ენტერპრენერული მონდომების შენარჩუნება, რომელიც ბიზნესის დაარსების პერიოდში გამოძრავებდათ.

ამიტომ გთავაზობთ 3 ხერხს, რომელიც აღნიშნული სულისკვეთების შენარჩუნებას უზრუნველყოფს:

1. ახალი გამოწვევების ძებნა

წარმატებულ ენტერპრენერებს ახალი გამოწვევების და დაბრკოლებების გადალახვა ძალიან სიამოვნებთ. ენტერპრენერული სულისკვეთების შესანარჩუნებლადაც სწორედ ამ ასპექტის გამოყენება შეგიძლიათ. სცადეთ რაიმე ახალ გამოწვევასთან შეჭიდება. ეს შეიძლება იყოს ახალი პროდუქტის ან სერვისის დამატება. პატარა ბიზნესებისთვის ეს არამარტო მფლობელის, არამედ თვითონ კომპანიის გაზრდისა და განვითარების საწინდრადაც შეიძლება იქცეს.

არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ მასშტაბურ გამოწვევებზე კონცენტრირდეთ. ენტერპრენერული ცეცხლის გასაღვივებლად შესაძლებელია ახალი ფასდაკლებისა და ლოიალურობის პროგრამების შექმნა, ან სულაც რაიმე საზოგადო სერვისში ინვესტიციის ჩადება. ასეთი მოწოდებები მარტივად გაგახსენებთ იმ მოტივაციასა და მონდომებას, რამაც ბიზნესის წამოწყება გადაგაწყვეტინათ.

2. დანიშნულება ფინანსური მოგების ნაცვლად

ფინანსური წარმატება მნიშვნელოვანია, თუმცა წარმატებულ ენტერპრენერებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება ამოძრავებთ. ბიზნესის ასეთი დანიშნულების ირგვლივ აგებაა სწორედ ის გზა, რომელიც განვითარებისთვის საჭირო სულისკვეთებას შეგინარჩუნებთ. „Accenture“-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გლობალური კონსუმერების 63%-ს ურჩევნია ისეთი ბიზნესისგან იყიდოს პროდუქცია, რომელიც მათ შეხედულებებსა და ღირებულებას იზიარებს.

დანიშნულებაზე მორგებული კომპანიებისთვის სწორედ აღნიშნული ღირებულებებისკენ სწრაფვაა პრიორიტეტი და არა ფინანსური მოგება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინანსური სტაბილურობაზე არ უნდა იზრუნოთ. რაც მთავარია, სწორი მიზნის ირგვლივ გაერთიანებულ ბრენდში ყოველდღიური აქტივობები ბევრად უფრო საინტერესოა პერსონალისთვის. „Deloitte“-ის კვლევების მიხედვით, ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიაში 5 წელზე მეტხანს მხოლოდ ყოველი მეხუთე დასაქმებული აპირებს დარჩენას. შესაბამისად, კომპანიის ეფექტური განვითარებისთვის უფრო ღირებული დანიშნულების ქონა აუცილებლობას წარმოადგენს.

მაგალითად, “The UPS Store” ბიზნესების მფლობელებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს საკუთარ სერვისებზე. აღნიშნული პროგრამის ბენეფიტების მისაღებად საჭიროა კომპანიის მფლობელი იყოს ენტერპრენერი და კომპანიის დამაარსებელი პირველი თაობის წარმომადგენელი.

როგორ შევინარჩუნოთ ენტერპრენერის სულისკვეთება ახალი ბიზნესის მართვისას - getty 666823506 385332

3. ნეთვორქინგი თქვენთვის სამაგალითო ადამიანებთან

პატარა ბიზნესების წარმატებისთვის ნეთვორქინგი აუცილებელი ასპექტია და ეს ენტერპრენერის სულისკვეთების შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. თქვენნაირი მისწრაფებების მქონე ადამიანების წრის შექმნა დაგეხმარებათ ბიზნესის განვითარების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებაში. ეს ასევე მოტივაციის დონესაც მნიშვნელოვნად აგიმაღლებთ.

სხვა ენტერპრენერების გასაცნობად შეგიძლიათ გამოიყენოთ “LinkedIn”, ლოკალური შეხვედრები და კომერციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. გარშემო შემოიკრიბეთ თქვენთვის სამაგალითო ადამიანები და ეს საკუთარი თავის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა