რეკლამა | კონტაქტი

Samsung-ის ახალი რეკლამა, რომელიც Apple-ის ვიდეორგოლს დასცინის

Apple-ის ახალი რეკლამა საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ მოექცა, რის გამოც ბრენდმა მისი ტელევიზიაში გაშვებაც კი გადაიფიქრა. გაკრიტიკებულ ვიდეორგოლი სხვადასხვა ნივთების გაჭყლეტის პროცესს ასახავს. საღებავის, პიანინოს, წიგნებისა და სხვა მრავალი ნივთის ერთად გაჭყლეტის შემდეგ, ჰიდრავლიკური პრესის ცენტრში მხოლოდ ერთი ნივთი – ახალი iPad რჩება. რეკლამაში ერთი ადამიანიც კი არ ჩანს.

Samsung-მა აღნიშნულ კამპანიას საკმაოდ ორიგინალური და დამცინავი ტონების მქონე რეკლამით უპასუხა. ცნობილი ბრენდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო რგოლში მოქმედება ერთი შეხედვით სწორედ იმ მომენტიდან იწყება, სადაც Apple-ის ვიდეო წყდება.

Samsung-ის რეკლამის მთავარი გმირი ნამსხვრევებს შორის გავლის შემდეგ, გიტარაზე დასაკრავად სწორედ იმ ჰიდრავლიკური პრესის ცენტრში ჯდება, რომელიც Apple-ის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ნივთების გასაჭყლეტად. ყველაზე მთავარი კი ამ პროცესში ისაა, რომ ვიდეოს პროტაგონისტი მუსიკალური ნოტების წასაკითხად Samsung-ის ახალ ტაბლეტს,”Galaxy Tab S9“-ის იყენებს.

ორიგინალური ვიდეო და რეკლამის დევიზად გამოტანილი „კრეატივის დამსხვრევა შეუძლებელია“ საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტაა, რისი გამოყენებითაც Samsung-მა Apple-ის კამპანიას უპასუხა.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა