რეკლამა | კონტაქტი

გადაიბარებს თუ არა პიარს AI? სად ჯობია მისი გამოყენება და სად არა

AI-ის მიერ შექმნილი კონტენტის ირგვლივ დებატები კვლავ გრძელდება, განსაკუთრებით მარკეტინგის და პიარის სფეროში. ამერიკის მწერალთა გილდიამ მოითხოვა რეგულაციების დაწესება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა AI-ის როლი სცენარის წერისას. მათი გაფიცვის პერიოდში გამოქვეყნებულმა ამ მოთხოვნამ აღნიშნული საკითხის ირგვლივ კიდევ უფრო მეტად გააღვივა დებატები. თუმცა, AI-ის მიერ მსგავსი კონტენტის მწერლების ჩანაცვლება ისეთივე არასწორი თეორიაა, როგორც kindle-ის მიერ ფიზიკური წიგნების ჩანაცვლება. AI-ის მიერ გენერირებული კონტენტი საკმაოდ გამოსადეგი გახდება პიარის სფეროში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს ვერ დაიკავებს.

1. დროის და ფულის დაზოგვა vs ხარისხი

AI-ის გენერირებული კონტენტის მხარდამჭერები დაზოგილ დროსა და ფინანსებს უპირატესობად მიიჩნევენ. თეორიულად, AI-ის გამოყენება სპეციფიკურ ქივორდებზე დაყრდნობილი კონტენტის სწრაფად გენერირებისთვის ჭკვიანური აზრია. თუმცა, ეს ხარისხის გაწირვის ფონზე ხდება. AI-ის გენერირებულ კონტენტს ბრენდინგისთვის საჭირო პერსონალიზებული ტონი აკლია. ამასთანავე, AI კონტენტის გენერირებისას წყაროებად უკვე არსებულ არტიკლებს იყენებს, რაც პლაგიატის საშიშროებასაც აჩენს. თანამედროვე სამყაროში, ბრენდებს ლეგალური პრობლემებისა და ცუდი პიარის ატანის საშუალება არ აქვთ.

AI-ის გენერირებული კონტენტის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იგი შეამოწმებინოთ ისეთ გამოცდილ მწერალს, რომელიც კარგად იცნობს თქვენ ბრენდს და შესაბამის შესწორებებს შეიტანს ტექსტში.

გადაიბარებს თუ არა პიარს AI? სად ჯობია მისი გამოყენება და სად არა - iStock 1689739923

2. საწყისი წერტილი vs ფინალური ვერსია

AI-ის მიერ შექმნილი კონტენტი შესაძლოა სასარგებლო იყოს ბრეინშტორმინგისთვის ან მწერლის ბლოკის მოსახსნელად. იგი ხელს უწყობს ახალი და კრეატიული იდეების დაბადებას. თუმცა, AI-ის გენერირებული კონტენტის საწყის ეტაპად გამოყენება და აღნიშნული კონტენტის საბოლოო ვერსიად გამოყენება საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. პიარის მიზანი აუდიტორიასთან კავშირის დამყარებაა, რაც პერსონალურ მიდგომას საჭიროებს.

როგორც პერსონალურ, ისე პროფესიონალურ კონტექსტშიც, თქვენს მიერ კომუნიკაციაში ჩადებული მონდომება პირდაპირ აისახება საპასუხოდ მიღებულ პასუხში. მხოლოდ AI-ის გამოყენებით შექმნილი კონტენტი მშრალი და უინტერესოა. ეფექტური კონტენტი აუდიტორიისთვის რელევანტურია და თქვენი ბრენდის ისტორიას, ღირებულებებსა და უნიკალურობას აერთიანებს.

დაიხმარეთ AI ბრეინშტორმინგში და იდეების მონახაზის შექმნის პროცესში, თუმცა შემდეგ მიმართეთ ექსპერტებს რელევანტური და ინსპირაციული კონტენტის შესაქმნელად.

3. კონტენტის გაზიარება vs ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიახლეების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. ის უფრო მეტ კონტექსტს და სიღრმეს საჭიროებს. AI-ის გენერირებული კონტენტი სწორედ ამ ასპექტების ნაკლებობით გამოირჩევა. ეს შეიძლება საკმარისი იყოს საწყისი შიდა კომუნიკაციებისთვის, თუმცა მსგავსი კონტენტი არასაკმარისია მედიებისთვის, კლიენტებისთვის და ინვესტორებისთვის.

ინფორმაციის არასათანადოდ გავრცელების შედეგად გამო უამრავი ბრენდი გახვეულა კრიზისში. ყველა შემთხვევა AI-ის ბრალი არ იყო, თუმცა მასზე ზედმეტად დაყრდნობა მსგავსი პრობლემის წარმოქმნის რისკს ბევრად უფრო ზრდის. AI ვერ შეგიქმნით ორიგინალ ციტატებს, ვერ მოგიყვებათ ახალ ისტორიებს და ვერ გადმოსცემს გრძნობებს. სწორი პიარ სტრატეგიისთვის ადამიანების მიერ გენერირებული კონტენტია საჭირო. ყველაზე ეფექტური კი სწორედ ისეთი პიროვნების მიერ წარმოებული კომუნიკაციაა, რომელსაც თქვენი ბრენდის ღირებულებები და მიზნები კარგად ესმის.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა