რეკლამა | კონტაქტი

ეს 4 რჩევა სტარტაპის წარუმატებლობას აგარიდებთ

ტექნიკური ვალის გათვალისწინება აუცილებელია სტარტაპის თავდაპირველი და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ვალი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დეველოპერები დედლაინის დასაკმაყოფილებლად დროებით გამოსავალს მიმართავენ და წერენ ისეთ კოდს, რომელსაც მომავალში შესწორება დასჭირდება. ეს შესაძლოა საკმაოდ სასარგებლო იყოს, თუმცა ამისათვის აუცილებელია სტრატეგიული გეგმის ქონა. ტექნიკურ ვალში შეიძლება მოვიაზროთ არქიტექტურის, ავტომატიზაციის, ინფრასტრუქტურის, ორგანიზაციის, პროცესების, დიზაინისა და დეფექტების შემადგენელი ასპექტები.

Agile დეველოპმენტში ტექნიკური ვალი ჯანსაღად მიიჩნევა იქამდე, სანამ ის კონკრეტულ ზღვარს არ გადასცდება. ტექნიკური ვალის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მქონე გუნდები დღეს იშვიათობას წარმოადგენს. ბიზნესის წილის მფლობელები მცირე ვალის მიმართ შედარებით ტოლერანტულები არიან, ხოლო ტექნიკური მენეჯერები ნაკლებად. თუკი თქვენ ორგანიზაციაში ეს მიმართება პირიქითაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემებზე მიანიშნებს.

სტარტაპები საწყის ეტაპზე ხშირად აგროვებენ ტექნიკურ ვალს, რათა მალე მოახდინონ ბაზარზე გამოსვლა. თუმცა, ჭარბ ვალს პროდუქტის დესტაბილიზაცია და ინვესტიციების შეფერხება შეუძლია.

ეს 4 რჩევა სტარტაპის წარუმატებლობას აგარიდებთ - startup

ტექნიკური ვალი სტარტაპის ღირებულებაზე სხვადასხვა სახით ახდენს გავლენას:

გაზრდილი ადამიანური რესურსი: ოპერაციების საწარმოებლად მეტი დეველოპერია საჭირო

ნელი გაერთიანება: ორ კომპანიას შორის პროცესების ფინალური გაერთიანება უფრო დიდ დროს მოითხოვს, რაც ინვესტორებისა და ბრენდის ხარჯებს ზრდის

ჯარიმების დაკისრება: პოტენციური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის სანაცვლოდ ჯარიმების გადახდა

კლიენტების დაკარგვა: კლიენტების მომსახურების დაბალი დონე და სისტემის ხარვეზები კლიენტების დაკარგვას და მარკეტინგის ეფექტის გაუარესებას იწვევს

ადაპტაციის პრობლემები: მარკეტის ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულე კონკურენტებს უპირატესობას ანიჭებს

გადაწყვეტილებების მიღების დაბალი ტემპი: მონაცემთა ბაზის რამდენიმე ვერსიის არსებობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ანელებს

პროდუქტიულობის დაწევა: მენეჯმენტის არაორგანიზებულობა პერსონალის მორალის და პროდუქტიულობის დონეს ადაბლებს

სტარტაპების გაფართოებასთან ერთად, მათი ტექნიკური ვალიც იზრდება და არქიტექტურულ ლიმიტებს ამჟღავნებს. სტარტაპების დაფინანსების რაუნდებს შორის როგორც წესი 18-24 თვიანი დაშორებაა, თუმცა ნაადრევად დაგროვილმა ტექნიკურმა ვალმა ამ მონაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

ტექნიკური ვალის ეფექტური მენეჯმენტის მეთოდები:

1. აღიარეთ პრობლემის არსებობა

პირველ რიგში აუცილებელია, რომ პრობლემის არსებობა და მისი გადაჭრის აუცილებლობა აღიაროთ. მსგავს თემასთან მიმართებით თავდაცვითი პოზიციის დაჭერა და პრობლემის არსებობის გააზრებაზე უარის თქმა ინვესტორებს დააფრთხობს.

2. შეფასება, პრიორიტიზება, მოქმედება

პრობლემის გამოსწორების პრირიტიზება პროექტის განვითარებისთვის საჭირო ასპექტებზე მუშაობის პარალელურადაა საჭირო. რესურსების დაბალანსება საწყის ეტაპზევე საჭირო, რათა პრობლემის მენეჯმენტი, მომხმარებლების მხარდაჭერა და პროდუქტის გაუმჯობესება ერთნაირად წარმატებულად მიმდინარეობდეს.

3. დახარისხება

დაახარისხეთ პრობლემის ნაწილები შედარებით მცირე, მარტივად სამართავ ნაწილებად. შექმენით ტექნიკური ვალის ნაწილების კატალოგი და მიუსადაგეთ ისინი გრძელვადიან მიზნებს.

4. დისციპლინა

მოერიდეთ და ებრძოლეთ ტექნიკური ვალის დაგროვებას. ამის უზრუნველსაყოფად კარგად გაითავისეთ მის მიერ შემოთავაზებული მოკლევადიანი პროგრესის საფასური. მიიღეთ ისეთი რთული გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოძველებული ტექნოლოგიების სამუშაო პროცესებიდან ჩახსნა, დროებით მათი გვერდის ასავლელად შექმნილი პროცესების გამოყენების ნაცვლად.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა