იდენტიფიცირება, გაგება, განათლება, დაპირება და შესრულება – ეს აქტივობები მარკეტინგია თუ გამოცდილების დიზაინი? ციფრულ სამყაროში მარკეტინგი რაც უფრო მეტად ცდება საბაზისო ბანერების ხანას და იღებს ორგანულ სახეს, მით უფრო მეტად იკვეთება გამოცდილების დიზაინთან.
ადრე ციფრული გამოცდილების მთავარი ფოკუსი საქმის გაკეთება იყო, რაც აღნიშნული პლატფორმების გამოყენების სწავლების ეტაპსაც ბუნებრივად მოიაზრებდა. არავინ მოელოდა მარტივად გამოყენებად ინტერფეისებს და ბაზარიც ბევრად მცირე და ნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო. მარკეტინგულ კამპანიებს ძირითად სიხშირისა და რეფერალების წყალობით მოჰქონდათ სარგებელი, შეთავაზებებისა და სერვისების სიმცირის ფონზე. ახლა ადამიანისა და კომპიუტერის უზადო ინტერაქციის ბევრად უფრო ღრმა მოლოდინი არსებობს, მრავალფეროვან არჩევანთან ერთად. ეს მასიურ მარკეტინგს ნაკლებად ეფექტურს ხდის გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტრაფიკის ბიუჯეტი დიდია ან ინტერესის სფერო ზედმეტად ნიშე. ამის საპასუხოდ, მარკეტინგიც და გამოცდილების დიზაინიც უფრო პერსონალური ინტერაქციისა და შეთავაზებებისკენ იხრება. ასეთ დროს გამოიყენება ადამიანის ხმით გაჟღერებული მესიჯები და სპეციალურად კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებული კამპანიები, მასიური რეკლამის ნაცვლად.
- გამოცდილების დიზაინი ცერემონიებსა და აქტივობებს იყენებს, რათა გამოკვეთოს მარკეტის შეფასებისა და სეგმენტაციის ჩვენეული ვერსია
- გამოცდილების დიზაინი ქმნის პროტოტიპებს ფოკუს ჯგუფების, არამოდელირებული ტესტირების და ბიზნესის საჭიროებების ვალიდაციის მიხედვით. ეს მისი აუდიტორიის ტესტირების მეთოდს წარმოადგენს.
- გამოცდილების დიზაინის მიზანია გადაწყვეტილებების ხეს მოაშოროს ყველა ის ტოტი, რომელსაც უინტერესოდ, გამოუყენებლად და არასაჭიროდ მიიჩნევს, მიღებული უკუკავშირის მიხედვით.
ეს მაგალითები ხაზს უსვამს ამ ორ დისციპლინას შორის არსებულ ყველაზე ნათელ კავშირებს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამდენად საჭიროა მარკეტინგისა და გამოცდილების დიზაინის ტანდემში მუშაობა ერთი ქოლგის ქვეშ, საერთო მომხმარებლის გამოცდილების შესაქმნელად. ორივე მათგანი მომხმარებლის მიერ გავლილი გზის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, პირველადი გაცნობიდან ბრენდთან ინტერაქციამდე.

მომხმარებლები კომპანიებს ერთიან ქმნილებად აღიქვამენ და არა სხვადასხვა დეპარტამენტების ერთობად. შესაბამისად, მარკეტერებმა და გამოცდილების დიზაინერებმა ერთმანეთს სტრატეგიები უნდა გაუზიარონ და საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანდნენ კიდეც. ეს გულისხმობს გამოცდილების დიზაინერების მიერ კოლაბორაციის გამოყენებით სპეციფიკური მიზნების მიღწევას. მარკეტერების შემთხვევაში, აღნიშნული ერთობა ადამიანზე მორგებული დიზაინის ტაქტიკის გამოყენებით ახალი სარეკლამო კონტენტის შექმნასა და მის ფოკუს ჯგუფებზე დატესტვას მოიცავს.
ერთმანეთისგან სწავლისა და სარგებლის მიღების შედეგად, მარკეტერებსა და გამოცდილების დიზაინერებს უფრო კარგად აღქმადი გამოცდილების შეთავაზება შეუძლიათ მომხმარებლებისათვის. მსგავსი კოლაბორაციის შედეგად შეიძლება დაიბადოს ინოვაციური სტრატეგიები, რაც ტრადიციული ბიზნესის პრაქტიკებს ბევრად ცდება და ბრენდის იმიჯსა და ეფექტურობას გააუმჯობესებს.