რეკლამა | კონტაქტი

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები

Checkout-ის და ზოგადად გადახდის გვერდების დიზაინი ვებგვერდის ეფექტურობასა და ინტერაქციების სიხშირეზე დიდ გავლენას ახდენს. შესაბამისად, წარმოგიდგენთ აღნიშნული ეტაპისთვის შესაფერისი დიზაინის მაგალითებს, რომლებიც ეფექტური Checkout-ის გვერდის შექმნის ინსპირაციად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

Rollink

Rollink-ის მიერ შერჩეული დიზაინი კუპონის ველს, კალათის შიგთავსს, გადახდების სხვადასხვა მეთოდსა და შეკვეთის გაფორმების გამოკვეთილ “CTA” ღილაკს მოიცავს.

აღნიშნული ინტერფეისი იუზერზე მორგებული დიზაინის მაგალითს წარმოადგენს და მომხმარებლებს ინტუიციურ განმარტებებსაც სთავაზობს იმის შესახებ, თუ რა დეტალების ჩაწერაა საჭირო საინფორმაციო ველებში.

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design rollink.png

Etsy

“Etsy” გლობალური კომერციული პლატფორმაა, რომელიც ინდივიდებსა და ენტერპრენერებს ემსახურება. აღნიშნული ბრენდის „checkout“-ის პროცესის სიმარტივე ეფექტური დიზაინის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება. 

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design etsy.png

სასურველი პროდუქტების კალათაში დამატების და ყიდვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ინტერფეისი რეგისტრაციის სხვადასხვა ვარიანტს გთავაზობთ. ამასთანავე, თქვენ საშუალება გაქვთ ყიდვის პროცესი სტუმრის სტატუსით გააგრძელოთ. აღნიშნული ეტაპის შემდეგ მხოლოდ ერთ გვერდიანი ფორმის შევსებაა საჭირო შეკვეთის გასაფორმებლად.

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design etsy checkout form.png

Sigma Beauty

თავის მოვლის პროდუქტების ცნობილი ბრენდის ვებგვერდი საკმაოდ მარტივი და ეფექტური Checkout-ის პროცესით გამოირჩევა. შესყიდვის გვერდზე გადასვლისას თქვენ მხოლოდ ორი მარტივი ნაბიჯის გავლა: მიტანისა და გადახდის მეთოდის არჩევა გჭირდებათ.

გადახდის გვერდი ასევე მიტანის სერვისის რამდენიმე სახეობას გთავაზობთ. ამის დამსახურებით თვითონ მომხმარებლებს ენიჭებათ იმის არჩევის უფლება, თუ რამხელა თანხის დახარჯვა სურთ მიწოდების სერვისის გამოყენების სანაცვლოდ. ამასთანავე, Sigma-ს ინტერფეისი თქვენს მიერ არჩეული პროდუქტებისა და ვარიანტების შენახვის საშუალებასაც გაძლევთ, რათა მომავალში ვებგვერდზე დაბრუნების შემთხვევაში ტრანზაქციების შესრულება კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივდეთ.

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design etsy sigma beauty checkout.png

Casper

Casper-ის „Checkout“ გვერდი იუზერებს ყველა საჭირო დეტალს სთავაზობს იმისათვის, რომ მათ ინფორმირებული და ჭკვიანური შენაძენი გააკეთონ. სუფთა და მინიმალისტური დიზაინი შეკვეთის დეტალებს გვერდით გამოტანილი ჩამონათვალის სახით გთავაზობთ. აღნიშნული ინტერფეისში ყველაფრის საფასური დეტალურადაა ჩამოთვლილი და ასევე მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უპირატესობებით ისარგებლებთ Casper-ის პროდუქტების შეძენის შემთხვევაში.

Casper-ის დიზაინის ყველაზე დიდ უპირატესობას ჩატის ბოტი წარმოადგენს. აღნიშნული ბრენდი Checkout-ის გვერდზევე გთავაზობთ მაღაზიის კონსულტანტთან გასაუბრებას, რათა ყველანაირი გაუგებრობა და დაბნეულობა აირიდოთ თავიდან, პროდუქტების მშვიდად შესაძენად.

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design casper checkout form

Babies R Us

ორიგინალური სათამაშოებითა და ხარისხიანი პროდუქტებით ცნობილი მაღაზიის ვებგვერდი ყიდვის პროცესის გასამარტივებლად საჭირო ყველა დამხმარე ელემენტს სთავაზობს იუზერებს. მათ შორის ყველაზე ეფექტურ ასპექტს ვიზუალური მანიშნებლები წარმოადგენენ. აუცილებლად შესავსები ველების გამოტოვების შემთხვევაში ისინი წითელ ფერს იღებენ, რათა მომხმარებლის ყურადღების მიქცევა და ყველა საჭირო ინფორმაციის შევსება უზრუნველყონ. ასეთი მიდგომის გამოყენებით, ბრენდი მომხმარებლებს ნდობის შეგრძნებას უღვივებს ყიდვის პროცესის პარალელურად.

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design babies r us.png

Samsung

ტექნოლოგიების სექტორში ცნობილი კომპანიის ვებგვერდი ასევე საკმაოდ ეფექტური დიზაინით გამოირჩევა. Checkout-ის გვერდზე მომხმარებლებს ყველა ის საჭირო ასპექტი ხვდებათ, რომელიც მომხმარებლის მიერ ყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანის შანსს ზრდის. ასეთი ელემენტების სიაში შედის სხვადასხვა გადახდის მეთოდებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და დიზაინში ინტეგრირებული ემბლემები, რომლებიც ბრენდის სანდოობას უსვამს ხაზს.

Samsung-ის გადახდების გვერდის დიზაინი ასევე პრომო კოდის ჩასაწერ ველს და გადასახდელი თანხის გადანაწილების რამდენიმე ვარიანტსაც სთავაზობს მომხმარებლებს. პრაქტიკულობის გაზრდის მიზნით, Samsung-ის ვებგვერდი ასევე თქვენი პროდუქტების კალათის რეალურ დროში ჩასწორების ფუნქციასაც გთავაზობთ. შესაბამისად, სასურველი შენაძენის გაკეთება გვერდის დატოვების გარეშე, სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი.

Checkout-ის გვერდის დიზაინის საუკეთესო მაგალითები - checkout page design samsung checkout.png

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა