ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა 88% ცუდი გამოცდილების შემთხვევაში ვებგვერდზე ძალიან იშვიათად ბრუნდება. შესაბამისად, ვებგვერდის UX-ის ოპტიმიზაცია ეფექტური განვითარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საიტის ვიზიტორებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად ეს მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ:
დააზუსტეთ სამიზნე აუდიტორიის მახასიათებლები
- გამოიყენეთ ანალიტიკური ხელსაწყოები (Care Cloud, SparkToro) არსებული მომხმარებლების დემოგრაფიისა და ქცევის გასაანალიზებლად.
- ჩაატარეთ კლიენტების გამოკითხვა, ბაზრის შესახებ მონაცემების სწრაფად შესაგროვებლად
- შეისწავლეთ თქვენი კონკურენტები და დაადგინეთ მათი სამიზნე აუდიტორია
- შეისწავლეთ თქვენი აუდიტორიის ფსიქოლოგიური მახასიათებლები: ჩაატარეთ გამოკითხვები და ინტერვიუები, დაიწყეთ სოციალური პლატფორმების მონიტორინგი და ზუსტად გაანალიზეთ მომხმარებლების მახასიათებლები, ღირებულებები, ჰობი, ცხოვრების წესი და ჩვევები.
- შექმენით მომხმარებლის პერსონა: ჩამოაყალიბეთ 3-7 გამოგონილი პროფილი, რომელსაც თქვენი სამიზნე აუდიტორიის მაგალითად გამოიყენებთ. ბრენდირების, ციფრული მარკეტინგის კამპანიებისა და SEO სტრატეგიების დაგეგმვისას სწორედ აღნიშნული პროფილების გათვალისწინებით მიიღებთ საუკეთესო შედეგს.
მაგალითად, თუკი თქვენი სამიზნე აუდიტორია ტექნოლოგიების მოყვარული მილენიალებისგან შედგება, მაშინ პრიორიტეტი მობილურზე მორგებულ ინტუიციურ დიზაინს, პერსონალიზებული რეკომენდაციების ფუნქციონალსა და ინტერფეისში სოციალური მედიების ინტეგრაციას უნდა მიანიჭოთ.
ნავიგაციის გამარტივება
მარტივი ნავიგაცია UX-ის დიზაინის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. მარტივი ნავიგაციის დიზაინის შესაქმნელად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო
- ნავიგაციის ელემენტების აღსაწერად არ გამოიყენოთ ისეთი ზოგადი ტერმინები, როგორიცაა „პროდუქტები“, „სერვისები“ და ა.შ შეეცადეთ ზუსტად აღწეროთ ღილაკების დანიშნულება.
- გამოიყენეთ თემატური დასახელებები, რათა ვიზიტორებმა პირდაპირ მათ სპეციფიკურ ინტერესთან დაკავშირებულ დასახელებებს დააჭირონ
- CTA ღილაკები განათავსეთ ჰედერზე
- შექმენით ნავიგაციური იერარქია: ადამიანებს სიის დასაწყისში და ბოლოში განთავსებული ელემენტები ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ
- მოახდინეთ თქვენი ვებგვერდის მობილური ვერსიის ოპტიმიზაცია და დარწმუნდით, რომ ყველა აიქონი და ლინკი მარტივად ხელმისაწვდომია მცირე ეკრანით დათვალიერების შემთხვევაშიც
კონტენტის პრიორიტეტულობა
ვებდიზაინში კონტენტის პრიორიტეტულობის დადგენისთვის საჭირო ასპექტები:
- შექმენით ვიზუალური იერარქია: დარწმუნდით, რომ მთავარი კონტენტი ყველაზე გამოსაჩენ ადგილასაა განთავსებული
- პირველ ადგილზე დააყენეთ ვიზიტორების მოთხოვნები: მოახდინეთ ვებგვერდის ვიზიტორების მთავარი მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია და დარწმუნდით, რომ მათთვის რელევანტური კონტენტი მარტივად ხელმისაწვდომია
- ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს მოკლე და ზუსტი, რათა თავიდან აიცილოთ დიზაინის ზედმეტად გადატვირთვა
ვიზუალური ელემენტების სტრატეგიულად განთავსება
აღნიშნული ასპექტის ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:
- გამოიყენეთ ისრები, სურათები და აიქონები ვიზიტორების ყურადღების სამართავად
- გამოიყენეთ მაღალი ხარისხის, რელევანტური ფოტოები
- გამოიყენეთ ბრენდინგის ერთნაირი სტილი, ფერების პალიტრა და ტიპოგრაფია
ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარის ოპტიმიზაცია
იუზერები ნელა ჩატვირთვადი ვებსაიტების მიმართ დაბალი ტოლერანტულობით გამოირჩევიან. აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ შემდეგ ხერხებს მიმართოთ:
- გამოიყენეთ ხარისხიანი და ოპტიმიზირებაზე მორგებული ჰოსტინგის სერვისი
- დააკომპრესირეთ სურათები და გამოიყენეთ მათი ყველაზე ოპტიმიზირებული ფორმატები
- გამოიყენეთ ვებგვერდის ქეშირების ფუნქციონალი და სერვერზე მორგებული ქეშირების პლაგინები
- ჩართეთ ვებ ბრაუზერში ვებგვერდის რესურსების ლოკალურად ქეშირების ფუნქცია
- მოახდინეთ CSS, JavaScript, და HTML ფაილების ოპტიმიზაცია და შეამცირეთ კოდების ზომა, არასაჭირო ნაწილებისა და ელემენტების წაშლით.
- რეგულარულად აწარმოვეთ ისეთი პლაგინების წაშლა, რომლების გამოყენებაც აღარ გჭირდებათ
შეარჩიეთ მობილურის ინტერფეისზე მორგებული დიზაინი
- შექმენით ისეთი დიზაინი, რომლის განლაგება და ფორმაც საიტის ვიზიტორის გაჯეტის ეკრანის ზომას მარტივად ერგება, კონტენტისა და ფუნქციონალის ელემენტების ზუსტი გადალაგებით.
- მოერიდეთ ისეთი Pop up-ების გამოყენებას, რომლებიც მობილურით შემოსული იუზერის გამოცდილებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს
- დარწმუნდით, რომ ყველა ღილაკის პოზიცია მარტივად ხელმისაწვდომია ვებგვერდზე მობილურით ნავიგაციისას

