რეკლამა | კონტაქტი

გზამკვლევი დამწყები ქოფირაითერებისთვის – უახლესი ტენდენციები

გზამკვლევი დამწყები ქოფირაითერებისთვის – უახლესი ტენდენციები

ფრილანს ქოფირაითერებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. მათ მიერ გაწეული სერვისი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მიზეზი მარტივია. ადამიანების უმრავლესობას წერა არ მოსწონს, ხოლო წერის მოყვარულები ბიზნეს კონტენტის ნაცვლად პოემებისა და წიგნების წერას ამჯობინებენ. შესაბამისად, ქოფირაითერის სერვისებზე მოთხოვნა ბევრად ცდება იმ მასშტაბებს, რომლის დაკმაყოფილებაც ბაზარს შეუძლია. ბიზნესებს მაღალი ხარისხის კონტენტი სულ უფრო და უფრო ხშირად და სწრაფად სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ფრილანს ქოფირაითერების დიდი ნაწილის წლიური შემოსავალი ექვსნიშნა რიცხვებსაც კი აღწევს.

მიუხედავად მაღალი მოთხოვნილებისა, ფრილანს ქოფირაითერობა სწრაფად გამდიდრების სქემად არ გამოდგება. წარმატებული ქოფირაითინგის ბიზნესის მართვა გრძელ სამუშაო დღეებთან ერთად, მარკეტინგის და ბიზნესის მართვის უნარებსაც მოითხოვს. წარმატებული ბრენდის შექმნას წლებიც კი შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, მათთვის ვისაც წერით სურს შემოსავლის მიღება, ქოფირაითინგის ბიზნესის დაწყება საუკეთესო გზას წარმოადგენს აღნიშნული ოცნების ასასრულებლად.

რა არის ქოფირაითინგი?

ქოფირაითინგი მოიცავს მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ შექმნილი კონტენტის უდიდეს ნაწილს. მსგავსი ასპექტების სიაში შედის ვებვერდის ქოფი, ბლოგპოსტები, კვლევები, სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტები, ელ. წიგნები, რეპორტები და სარეკლამო ტექსტები. ქოფირაითერების მოვალეობაა მომხმარებლების დაახლოება ბიზნესისთვის საჭირო მოქმედებამდე, ზუსტი და მარტივი ტექსტის გამოყენებით. ხშირად აღნიშნული კონტენტი ქოფირაითინგის სპეციფიკურ ფორმულებს მიჰყვება, რათა მკითხველების ინტერესი შეინარჩუნოს.

გზამკვლევი დამწყები ქოფირაითერებისთვის - უახლესი ტენდენციები - copywriter at huge laptop writting creative advertising text copywriting job home based copywriter freelance copywriting concept vector

როგორ უნდა ვისწავლოთ ქოფირაითინგი?

ლექსების, ესეებისა და ნოველების წერა ქოფირაითერობისთვის მოსამზადებლად საკმარისი არ არის. ხარისხიანი ქოფის დაწერა ტექსტის გააზრების უნარს და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნას მოითხოვს. აღნიშნული ცოდნის მისაღებად უამრავი რესურსი არსებობს, მათ შორის წიგნები, ბლოგები და საინფორმაციო კონტენტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც წერის სხვადასხვა ფორმულებისა და ტაქტიკების პრაქტიკაში გამოცდაა.

ქოფირაითინგის სწავლისთვის საჭირო საუკეთესო რესურსები:

  • ბლოგები და საინფორმაციო კონტენტი: გამოიწერეთ ინდუსტრიის ცნობილი ექსპერტების გვერდები და ბლოგები, საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად.
  • წიგნები: წაიკითხეთ წიგნები ქოფირაითინგის ტექნიკებისა და საუკეთესო ფორმულების შესახებ
  • კურსები: ონლაინ კურსებით სტრუქტურული ცოდნის მიღებაა შესაძლებელი
  • პრაქტიკა: გამოცადეთ მიღებული ცოდნა რეგულარულად და ხშირად წერეთ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.

ფრილანსერები ბიზნესის მფლობელები არიან

ფრილანსერობა ბიზნესის ფლობას მოიცავს და უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წერა. ფრილანსერები ფინანსებს მართავენ, კლიენტებთან კომუნიკაციას აწარმოებენ, ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებენ და ახალ ლიდებს იძიებენ. წარმატებული ფრილანს ქოფირაითერები ხშირად კონსულტანტებად იქცევიან, რადგან ბიზნესები მათ ქოფის, ენებისა და მარკეტინგის მცოდნე ექსპერტებად ქირაობენ.

The Copywriter Club-ის გამოკითხვის მიხედვით,  სრულ განაკვეთზე მომუშავე ფრილანს ქოფირაითერები წელიწადში საშუალოდ 60,000$-ს გამოიმუშავებენ. თუმცა, ეს რიცხვი ქოფირაითერების შემოსავლის სრულ მასშტაბებს არ მოიცავს. ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ფრილანს ქოფირაითერებს ბევრად უფრო მაღალი წლიური ანაზღაურება აქვთ. აღნიშნული რიცხვი ზოგიერთ შემთხვევაში მილიონ დოლარსაც კი აღწევს.

ფრილანს ქოფირაითერის შემოსავლის პოტენციალი

ფრილანსერის ბიზნესის ზრდის ტემპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველადი შემოსავალი. წლიდან წლამდე, ფრილანს ქოფირაითერის შემოსავალი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, ქოფირაითერი ჯეიკობ მაკმილენის შემოსავალმა პირველ წელს 80 ათას დოლარს, მეორე წელს 130 ათასი დოლარს, ხოლო მესამე წელს 220 ათას დოლარს მიაღწია. აღნიშნული მაგალითი ფრილანს სექტორში შემოსავლის სწრაფი ზრდის პოტენციალზე მეტყველებს.

როგორ უნდა გამოვთვალოთ ფრილანს ქოფირაითერის ანაზღაურების რაოდენობა

ფრილანსერებმა საკუთარი სერვისის სანაცვლოდ მისაღები ანაზღაურება ბიზნესის მართვის შემადგენელი ისეთი ხარჯების გათვალისწინებით უნდა გამოთვალონ, როგორიცაა რეკლამები, სხვადასხვა აპლიკაციების საფასური, ქირა, ჯანმრთელობის დაზღვევა და შვებულების დღეები. აუცილებელია გამოთვლა თვიური ხარჯებით დაიწყოთ და ასევე გამოთვალოთ რამდენი კლიენტის მომსახურება შეგიძლიათ ყოველთვიურად. შესაბამისად, ანაზღაურების დონე დროთა განმავლობაში იმის მიხედვით უნდა გაიზარდოს, თუ რამდენად დიდია თქვენ სერვისზე მოთხოვნა და რამდენად დიდ ღირებულებას იღებენ კლიენტები თქვენი სერვისით სარგებლობისას.

თქვენმა ანაზღაურებამ ზუსტად უნდა ასახოს ბიზნესის ხარჯები და სერვისის ღირებულება. ბიზნესის გაზრდასთან ერთად, სერვისის ღირებულებაც უნდა გაიზარდოს.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა