რეკლამა | კონტაქტი

როგორ უნდა გავზომოთ ბრენდის ცნობადობა? – საუკეთესო სტრატეგიები

მომხმარებლებს შორის ბრენდის ცნობადობას რამდენიმე განსხვავებული ფაქტორი განსაზღვრავს. ასეთი ელემენტების სიაში შედის რეკლამები, სოციალურ მედიაში აქტიურობა, სიტყვიერი მარკეტინგი, პროდუქტის ხარისხი და ა.შ

ბრენდის ცნობადობა გამოიყენება იმის გასაზომად, თუ რამდენად პოპულარულია თქვენი ბრენდი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, ბიზნესის ეფექტურად განვითარებისთვის აღნიშნული პარამეტრის ზუსტად განსაზღვრა საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული მიზნით, შესაძლებელია რამდენიმე ეფექტური სტრატეგიის გამოყენება:

ჩაატარეთ რეგულარული გამოკითხვა ბრენდის ცნობადობის გასაზომად

გამოკითხვები ბრენდის ცნობადობის გაზომვის ეფექტურ გზას წარმოადგენს. მათი საშუალებით ინფორმაციას პირდაპირ თქვენი სამიზნე აუდიტორიისგან მიიღებთ. თუმცა, აღნიშნული გამოკითხვები სწორი სტრატეგიული დაგეგმარებით უნდა შეიქმნას, რათა მაქსიმალურად ზუსტი და რელევანტური ინფორმაცია შეაგროვოთ. ამისათვის ეს ხუთი ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ:

  • შეარჩიეთ გამოკითხვის ჩასატარებლად საჭირო კითხვების სახეობა. შესაძლოა მომხმარებლებს მისცეთ პასუხების თავისუფლად ინტერპრეტაციის საშუალება, ან წინასწარ წარუდგინოთ მათ შესაძლო პასუხების ვარიანტები და მათ შორის სთხოვოთ არჩევანის გაკეთება. ასევე, შესაძლებელია რესპონდენტებს ბრენდთან დაკავშირებული ასპექტების შესაფასებლად რიცხვების სკალაც შესთავაზოთ.
  • შეარჩიეთ გამოკითხვის მეთოდი. მომხმარებლებისგან ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ონლაინ, მობილურის საშუალებით ან მათთან პირადად გასაუბრებით.
  • დატესტეთ გამოკითხვა: აუდიტორიის გამოკითხვამდე, გააცანით კითხვები პატარა ზომის ფოკუს ჯგუფს. დარწმუნდით, რომ ყველა შეკითხვა მარტივად აღსაქმელია.
  • გამოკითხვის ჩატარება: წარუდგინეთ თქვენი კითხვები სამიზნე აუდიტორიას და არ დაგავიწყდეთ მათთვის კითხვარის შევსების დეტალური ინსტრუქციის წარდგენაც.

როგორ უნდა გავზომოთ ბრენდის ცნობადობა? – საუკეთესო სტრატეგიები - direct mail to increase brand awareness

გაანალიზეთ თქვენი ბრენდის ონლაინ აუდიტორია

სოციალური გვერდების გამომწერების შესწავლა საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ბრენდის ცნობადობის გასაზომად. გვერდის გამოწერით მომხმარებლები ბრენდის მიმართ ინტერესის არსებობას გამოხატავენ და მისთვის რეკომენდაციის გაწევაც მათგან უფრო მოსალოდნელია.

ასევე ჭკვიანურია საკუთარი პოსტების გაანალიზებაც. ეს დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა ტიპის კონტენტი იმსახურებს ყველაზე მეტ ყურადღებას თქვენი პროდუქტის მომხმარებლებისგან და დღის რომელ პერიოდში გამოირჩევიან ისინი ყველაზე დიდი აქტიურობით. მსგავსი კომპონენტების გათვალისწინებით თქვენი მარკეტინგის სტრატეგიის გაუმჯობესებას შეძლებთ.

სოციალური მოსმენა

პლატფორმების მონიტორინგი ბრენდის ცნობადობის გაზომვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ონლაინ წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი საშუალებას გაძლევთ გაანალიზოთ ორგანული დიალოგები და თავიდან აიცილოთ სუბიექტური კომენტარები, რომელიც ხშირად გამოკითხვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.  

სოციალური არხების მონიტორინგისა და აუდიტორიის ორგანული ინტერესების გაანალიზებით ასევე შესაძლებელია უახლესი ტრენდების აღმოჩენა და ბრენდის რეპუტაციის გაკონტროლება.

როგორ უნდა გავზომოთ ბრენდის ცნობადობა? – საუკეთესო სტრატეგიები - AdobeStock 298879634 scaled 1

ყურადღება მიაქციეთ კონტენტ მარკეტინგის შედეგებს

კონტენტ მარკეტინგის მონიტორინგი აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს იგი თქვენი ბრენდის ცნობადობაზე. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა:

  • სტრატეგიული ქივორდების პოზიციის მონიტორინგი საძიებო სისტემებში
  • ონლაინ ხილვადობის შემოწმება, რათა გაიგოთ რამდენად ხშირად ჩნდება თქვენი კონტენტი ძიების შედეგებში
  • ვებსაიტის ოპტიმიზაცია, რათა სხვადასხვა ვებგვერდებმა ერთმანეთის კანიბალიზაცია არ მოახდინონ, ერთი და იგივე ქივორდზე კონკურენციის გაწევით

Google Analytics-ის გამოყენება

ეს ცნობილი ხელსაწყო საკმაოდ ეფექტურად დაგეხმარებათ თქვენი ბრენდისა და მარკეტინგის კამპანიების წარმატების გაზომვაში. რაც მთავარია, ის სრულიად უფასოა.

Google Analytics-ის საშუალებას გაძლევთ, რომ აწარმოოთ:

  • ვებსაიტის ვიზიტორების ლაივ მონიტორინგი
  • მომხმარებლების მიერ თქვენ ვებგვერდამდე მოსასვლელად გავლილი გზების ანალიზი
  • კონვერსიების ანალიზი, რათა უკეთ გაანალიზოთ მარკეტინგული არხების ერთმანეთთან კვეთის პროცესი
  • იუზერების ქცევის ანალიზი
  • ვებგვერდის ვიზიტორების სპეციფიკურ ჯგუფებზე დაკვირვება, მათი საიტის კონტენტთან ინტერაქციების უკეთ გაანალიზებისთვის

საერთო ჯამში, ბრენდის ცნობადობის დონის ზუსტად გაზომვა თქვენი ბიზნესის ეფექტურად განვითარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ფაქტორის გამოყენებით ასევე შესაძლებელი იქნება მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზრდაც.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა