ყველაზე გავრცელებული და საჭირო ტერმინების სია თქვენი ბრენდინგის პროექტის დაწყებაში და მარკეტინგულ სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში დაგეხმარებათ. აღნიშნული ტერმინები კარგი ბრენდის შექმნისა და სწორად განვითარებისთვის აუცილებელია.
ბრენდის იდენტობა
ვიზუალური, აუდიო და კონცეპტუალური ელემენტების კოლექცია, რომელიც ბრენდის იდენტობას ქმნის და მას სხვებისგან გამოარჩევს. ასეთი ელემენტების სიაში შედის ბრენდის სახელი, ლოგო, თანამშრომლების ტრენინგის სტილი და ა.შ
ბრენდის მენეჯმენტი
ბრენდის მენეჯმენტი მოიცავს სტრატეგიულ და ტაქტიკურ აქტივობებს, რომლებიც ბრენდის ეფექტური იმიჯის შესაქმნელად, განსავითარებლად და შენარჩუნებისთვის გამოიყენება.
ბრენდის ხასიათი
ადამიანისთვის დამახასიათებელი ასპექტები, რომლებსაც მომხმარებლები და საზოგადოება ბრენდთან აიგივებს.
ბრენდის პოზიციონირება
ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების გზა, რომლითაც იგი საკუთარ თავს კონკურენტებისგან გამოარჩევს.
ბრენდის სტრატეგია
კომპანიის განვითარებისა და მართვის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ბიზნესის კონკრეტული მიზნების მისაღწევად გამოიყენება.
ბრენდის სახელწოდება
ბრენდის სახელი სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. მათ შორის ამ სამ კატეგორიას გამოარჩევენ:
– აღწერილობითი სახელები, როგორიცაა მაგალითად „General Electric” და ბრენდის მიერ მოწოდებულ სერვისს ან პროდუქტს პირდაპირ უკავშირდება.
– გამომწვევი სახელები, რომლებიც ბრენდთან ემოციური კავშირის შექმნისთვის გამოიყენება. მსგავსი სახელის მაგალითს „Amazon” წარმოადგენს.
– გამოგონილი სახელები, რომლის იდეალურ მაგალითსაც „Google” წარმოადგენს. ასეთი სახელები მოგონილი სიტყვებისგან იქმნება და პირდაპირი მნიშვნელობა არ გააჩნია.
ბრენდის ღირებულება
ბრენდის ღირებულების აღმნიშვნელი ელემენტი ასახავს იმას, თუ რა გამოარჩევს ბრენდს კონკურენტებისგან და რატომ უნდა აირჩიოს იგი მომხმარებლებმა, კონკურენტი ბრენდის ნაცვლად.
ბრენდის ღირებულების ამსახველი ფრაზები როგორც წესი ბრენდის მთავარ ღირებულებას უსვამს ხაზს. ამის მაგალითს წარმოადგენს „Uber“ მიერ შერჩეული ფრაზა „ყველაზე ჭკვიანური გზა გადაადგილებისთვის“, რადგან ის ზუსტად ასახავს ბრენდის მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხო და მოხერხებულ გადაადგილების სერვისს.
ბრენდის ხმა
ბრენდის ხმა წარმოადგენს მარკეტინგში სისტემატურად გამოყენებულ ტონს, რომელიც აისახება დიზაინში, სარეკლამო ტექსტებსა და ვიზუალში.
მაგალითად, „Mailchimp“ ბრენდის ხმად მეგობრულ და სახალისო ტონს იყენებს, რაც ასევე აისახება აღნიშნული ბრენდის რეკლამებში, ვებგვერდის დიზაინსა და სოციალური მედიის კონტენტში.
სლოგანი
სლოგანი როგორც წესი წარმოადგენს მოკლე ფრაზას, რომელიც ბრენდის ღირებულებებისა და მესიჯების გადმოსაცემად გამოიყენება მომხმარებლებთან კომუნიკაციის დროს.
ასეთი ფრაზების მაგალითებია:
Nike – “Just Do It”
Apple – “Think Different”
McDonald’s – “I’m Lovin’ It”
ბრენდინგის არხები
ბრენდინგის არხები წარმოადგენს იმ განსხვავებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, რომლების გამოყენებითაც კომპანია მომხმარებლებთან ამყარებს კომუნიკაციას. ასეთი არხების სიაში შედის რეკლამა, სოციალური მედია, პროდუქტის შეფუთვა და მაღაზიაში განთავსებული ეკრანები


