რეკლამა | კონტაქტი

რას ნიშნავს ბრენდის ლოიალობა – გამომწვევი ასპექტები და ეფექტი

ლოიალური მომხმარებლები თქვენ პროდუქტს სისტემატურად ყიდულობენ და თქვენი ბრენდის შემოსავლის ზრდასაც უზრუნველყოფენ. თუმცა, მათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანის ძალაც გააჩნიათ. ყოველი ლოიალური კლიენტი თქვენი კომპანიის ელჩად იქცევა. ისინი საკუთარი პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შედეგად, თქვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლებას უზრუნველყოფენ.

კვლევების მიხედვით, ლოიალური მომხმარებლების 75% საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც ურჩევს თქვენი პროდუქტებითა თუ სერვისით სარგებლობას. შესაბამისად, ლოიალური აუდიტორიის ყოლის უპირატესობები აშკარაა. თუმცა, აღნიშნულ ფენომენზე გავლენას უამრავი ასპექტი ახდენს. ასეთი ელემენტების სიაში შედის მომხმარებლებთან ურთიერთობის სერვისის ხარისხი, პროდუქტისა თუ სერვისის მაღალი ხარისხის სტაბილურად შენარჩუნება და მათი უნიკალური ღირებულებები. ამასთანავე, ბრენდის ლოიალური მომხმარებლების აზრზე დიდ გავლენას ახდენს თვითონ ბრენდის ღირებულებებიც.

საკმაოდ სპეციფიკური მახასიათებლების მიუხედავად, ხშირად ხდება ბრენდის ლოიალურობისა და მომხმარებლის ლოიალურობის ერთმანეთში არევა. ორივე ტერმინი საკმაოდ ცნობილია, თუმცა ისინი სრულებით განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებენ.

ბრენდის ლოიალობა vs მომხმარებლის ლოიალურობა

ბრენდის ლოიალურობა დამოკიდებულია თვითონ ბრენდის ღირებულებებზე და პროდუქტის ხარისხზე, ხოლო მომხმარებლის ლოიალურობას ისეთი ფაქტორები განსაზღვრავს, როგორიცაა პროდუქტის ფასი, სასაჩუქრე პროგრამები და ფასდაკლებები. 

ბრენდის ლოიალობა ემოციური კავშირითაა გამოწვეული, რაც აღნიშნულ ორ ასპექტს შორის მთავარ განსხვავებას წარმოადგენს. ბრენდის ლოიალობას პროდუქტის ხარისხით, მომსახურებითა და რელევანტური ღირებულებებით დამსახურებული ნდობა იწვევს. რაც შეეხება მომხმარებლის ლოიალობას, ის ისეთი წამახალისებელი ელემენტებითაა გამოწვეული, როგორსაც დაბალი ფასები და ერთგულების ქულები წარმოადგენს.

რას ნიშნავს ბრენდის ლოიალობა - გამომწვევი ასპექტები და ეფექტი - brand awareness 1

რატომ არის ბრენდის ლოიალობა მნიშვნელოვანი

ბიზნესებისთვის ბრენდის ლოიალობის მოპოვება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს წარმატების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამაზე მიუთითებს აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიც:

  • მომხმარებლების 52% მზადაა საკუთარ გზას გადაუხვიოს, რათა ფავორიტი ბრენდის პროდუქცია შეიძინოს. ეს კომპანიებს ერთგული აუდიტორიის შექმნაში და მომხმარებლებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის უზრუნველყოფაში უწყობს ხელს.
  • მომხმარებლების 74% ერთი კონკრეტული ბრენდის ან კომპანიის ერთგულია, რაც მათ ქცევაზე ახდენს გავლენას და ბრენდის შემოსავლის გაზრდას იწვევს. ეს ასევე კომპანიას ბაზრის უფრო დიდი წილის დაუფლებაშიც უწყობს ხელს.
  • მომხმარებლების 77%-ის განცხადებით, ისინი ერთ კონკრეტული ბრენდის მიმართ ლოიალობას უკვე 10 წელზე მეტია ინარჩუნებენ. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით აშკარაა, რომ ბრენდის ლოიალურობა გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის დამყარების საშუალებას იძლევა. ეს ბრენდისთვის მუდმივი და სტაბილური შემოსავლის წყაროს არსებობასა და პოზიტიური რეპუტაციის შენარჩუნების საშუალებას უდრის.
  • ბრენდთან ემოციური კავშირის მქონე მომხმარებლებს კომპანიისთვის 306%-ით უფრო მაღალი ღირებულება აქვთ ისეთ კლიენტებთან შედარებით, რომლებიც ბრენდის პროდუქციით უბრალოდ კმაყოფილები არიან. ემოციურად დაკავშირებული მომხმარებლები უფრო ხშირად ყიდულობენ პროდუქტებს და ბრენდის ადვოკატების როლსაც ხშირად ირგებენ საზოგადოებაში.
რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა